ჩაბარების ვადა:

5 მაისი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T12813 - ტენდერი საბავშვო სათამაშოს შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ააიპ ჩერნოვეცკის ფონდი აცხადებს ტენდერს საბავშვო სათამაშოების ყოველთვიურ შესყიდვებზე.

შენიშვნა: დეტალები იხილეთ თანდართულ ცხრილში

ტენდერის დეტალები:

  • პროდუქციის მომწოდებელმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ცხრილში მითითებული თუნდაც ერთი დასახელების პროდუქტის ყოველთვიური, შეუფერხებელი და დროული მოწოდება მითითებული რაოდენობის გათვალისწინებით.
  • მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წინასწარ შეთანხმებული პროდუქტის/პროდუქციის ყოველთვიური, შეუფერხებელი და დროული მიწოდება სრულად (რაოდენობ(ებ)ის გათვალისწინებით).

წინადადების გამოგზავნის პირობები:

  • წინადადება გამოგზავნილი უნდა იყოს ელექტრონულად ფონდის ელ. ფოსტაზე: tendersfund@gmail.com (კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 555945411)
  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2022 წლის 5 მაისს.
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება).

განცხადებაზე თანდართულ ექსელის ცხრილში პრეტენდენტმა უნდა შეავსოს შემდეგი ველები:

  • „ორგანიზაციის დასახელება“
  • „საიდენტიფიკაციო კოდი“
  • „საკონტაქტო ნომერი“
  • „შემოთავაზებული საქონლის ერთეულის ფასი“
  • „შემოთავაზებული საქონლის მოწოდების დრო“

შენიშვნა: შევსებული ცხრილი იგზავნება ზემოაღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე.

გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი, ხარისხი, მოწოდების პირობები.

შედეგები ცნობილი იქნება 2022 წლის 10 მაისს (ფონდის თანამშრომელი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დამატებითი დეტალების წარმოსადგენად).

ორგანიზაციის შესახებ:

ათი წლის განმავლობაში ჩერნოვეცკის ფონდი მნიშვნელოვან დახმარებას უწევს ქართული საზოგადოების ყველაზე დაუცველ ნაწილს. https://chernovetskyifund.ge/ge/

პროექტი დახმარება ბენეფიციარებს   - ფარგლებში, უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს ფეისბუქისა და ვებ გვერდის საშუალებით ვეხმარებით თანხების მობილიზებაში.https://chernovetskyifund.ge/ge/projects/?sort=recommend

შენიშვნა: ზემოაღნიშნული პროექტი, ყველა ეტაპზე უსასყიდლოდ ხორციელდება!

ტენდერის კატეგორია:

  • 37500000 თამაშები და სათამაშოები; ატრაქციონები