ჩაბარების ვადა:
7 აპრილი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1282 - ტენდერი ბიომეტრიული შეზღუდული დაშვების სისტემის შესყიდვა/მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ბიომეტრიული შეზღუდული დაშვების სისტემის შესყიდვა/მომსახურებაზე.
საქონლის დასახელება:
# | საქონლის დასახელება/აღწერა | რაოდენობა |
1 | BioEntry Plus თითის ანაბეჭდის წამკითხველი | 10 |
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს .
- მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
-საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
-კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
-კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.); - მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 31 მარტიდან – 2016 წლის 7 პარილის ჩათვლით;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
- თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე;
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ერთეულის ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ;
- გთხოვთ, ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტის გასწვრივ ლარებში მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
- კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: ბექა მეტრეველი 574012010
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 7 აპრილი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე: