ჩაბარების ვადა:

21 აპრილი 2022, 18:30

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T12840 - ტენდერი ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრის თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზღვევის შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით

ტენდერის აღწერილობა:

ა(ა)იპ „სავალდებულო დაზღვევის ცენტრი“ აცხადებს ტენდერს ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრის თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზღვევის შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით.

მოთხოვნები ტენდერში მონაწილე კომპანიებისათვის:
აუცილებელი მოთხოვნების ჩამონათვალი:

  • პრეტენდენტმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ პროვაიდერი კლინიკების სრულყოფილი ჩამონათვალი. ტენდერში მონაწილე სადაზღვევო კომპანიის პროვაიდერი კლინიკები, ქ. თბილისის გარდა აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი ა(ა) სავალდებულო დაზღვევის ცენტრის სერვის ცენტრების რეგიონალურ ცენტრებში, რაიონსა თუ ქალაქში და შესაბამისად უნდა ჰყავდეს განთავსებული ოჯახის ექიმი.
  • ტენდერში მონაწილე სადაზღვევო კომპანიის სტომატოლოგიური პროვაიდერი კლინიკები, ქ. თბილისის გარდა აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი ა(ა) სავალდებულო დაზღვევის ცენტრის სერვის ცენტრების რეგიონალურ ცენტრებში, რაიონსა თუ ქალაქში და შესაბამისად უნდა ჰყავდეს განთავსებული ოჯახის ექიმი.
  • ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრის თანამშრომელმა მზღვეველის პროვაიდერ კლინიკებში მომსახურება უნდა მიიღოს საფასურის გარეშე, ოჯახის ექიმის მიმართვის საფუძველზე.
  • ტენდერში მონაწილე სადაზღვევო კომპანიამ, ტენდერის ფარგლებში უნდა წარმოადგინოს სადაზღვევო მომსახურებების ღირებულება კატეგორიების მიხედვით: საბაზისო სადაზღვევო კატეგორია, საშუალო სადაზღვევო კატეგორია, პრემიუმ სადაზღვევო კატეგორია, ტოპ-მენეჯმენტისათვის განკუთვნილი სადაზღვევო კატეგორია და ასევე, თითოეული სადაზღვევო კატეგორიის ჭრილში დამატებით ოჯახის წევრების დაზღვევის პირობები: (დედა, მამა, და, ძმა).
  • ყოველთვიური სადაზღვევო პრემია ჩაშლილი როგორც თანამშრომელზე, ასევე ოჯახის წევრების დაზღვევის ჭრილში. (1 თანამშრომლის დაზღვევის კატეგორია, ორ და მეტი წევრისგან შემდგარი დაზღვევის კატეგორია, არა სტანდარტული ოჯახის წევრების დაზღვევის კატეგორია).
  • სადაზღვევო პოლისის ძალაში შესვლა - ე. წ. მოცდის პერიოდის გარეშე.
  • დაზღვევამდე არსებული დაავადებების მკურნალობა/ანაზღაურება.
  • სადაზღვევო შემთხვევის განხილვის წესი: სადაზღვევო შემთხვევა განიხილება იმ შემთხვევაში, თუ დაზღვეული (ან სამედიცინო ჩვენებით აღნიშნულის შეუძლებლობისას - მისი წარმომადგენელი) სადაზღვევო შემთხვევიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, მიაწვდის მზღვეველს დაწვრილებით ინფორმაციას სადაზღვევო შემთხვევის შესახებ და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას სრულყოფილად.
  • სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა: არასრულწლოვანის შემთხვევაში მშობელზე; მესამე პირის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე. მზღვეველი იტოვებს უფლებას მოიძიოს საჭირო დოკუმენტაცია სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირებისა და დაზღვეულის იდენტიფიცირებისათვის სხვა ორგანიზაციებიდან. მზღვეველი ინფორმირებული უნდა იყოს სხვა სამედიცინო პოლისის არსებობის, ან ხარჯების სხვა გზით ანაზღაურების შესახებ.
  • დაზღვეულზე სადაზღვევო ანაზღაურების გაცემას უნდა განხორციელდეს ნაღდი ან/და უნაღდო ანგარიშსწორების გზით (თბილისის და რეგიონალურ სერვის- ცენტრ(ებ)ში, ანდა ელექტრონულად, საბანკო ანგარიშსწორების გზით). სადაზღვევო ანაზღაურება უნდა გაიცეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.
  • ყოველთვიურ რეჟიმში დაზღვეულთა სიაში ცვლილების შეტანის შესაძლებლობა (ახალი თანამშრომლების დამატება/წასული თანამშრომლების გაუქმება, ოჯახის წევრის დამატება).
  • დაზღვეულთა მინიმალური და მაქსიმალური ასაკის ზღვარის არ ქონა.

დაზღვევასთან დაკავშირებული აუცილებელი მომსახურებების ჩამონათვალი:
ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრის თანამშრომლების/თანამშრომელთა ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზღვევა უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ მომსახურებებს:

  • სამედიცინო/სადაზღვევო მომსახურებასთან დაკავშირებული სადღეღამისო სატელეფონო/საინფორმაციო მომსახურება.
  • ოჯახის/პირადი ექიმის მომსახურება
  • სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მომსახურება
  • სასწრაფო პედიატრის სამედიცინო ბრიგადის მომსახურება
  • ოჯახის ექიმის, პედიატრის, ექთნის ბინაზე გამოძახების მომსახურება
  • დაზღვევის მომსახურების მიღება ელექტრონული სისტემით: ელექტრონული ბარათით სარგებლობა, ელექრონული სახით მიმართვის მოთხოვნა და შესაბამისად სარგებლობა (სრული სადაზღვევო მომსახურება) და ელექტრონული დოკუმენტაციის მიწოდების საფუძველზე ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა
  • ხარისხის კონტროლის მართვა: ნებისმიერი სახის პრეტენზიის ან ხარვეზის ელექტრონულად დაფიქსირების შესაძლებლობა, შემდგომი რეაგირებისთვის
  • პროფილაქტიკური შემოწმება
  • ვაქცინაცია და იმუნიზაცია (სეზონური გრიპის საწინააღმდეგო, ანტირაბიული, ანიტიტეტანური და ბოტულიზმის საწინააღმდეგო ვაქცინაცია).
  • გეგმიური ამბულატორიული და სტაციონალური მკურნალობა, დღიური სტაციონალური მკურნალობა
  • გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონალური მკურნალობა, დღიური სტაციონალური მკურნალობა
  • მედიკამენტები
  • ონკო მკურნალობა
  • ონკო ქირურგია
  • კარდიოქირურგია
  • ორსულობის მონიტორინგი/მშობიარობა
  • სტომატოლოგია (გეგმიური, გადაუდებელი)
  • საზღვარგარეთ მკურნალობა
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • უბედური შემთხვევისგან დაზღვევა

დამატებითი მოთხოვნები:

  • საზღვარგარეთ მკურნალობის ფარგლებში, პროვაიდერი კლინიკების სრული ჩამონათვალი
  • გამონაკლისში არსებულ ყველა დაავადებაზე ამბულატორიულ სერვისებზე (კერძოდ: ექიმ სპეციალისტების კონსულტაციები, ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევები) ფასდაკლებები, სადაზღვევო კომპანიის მიერ წარმოდგენილ კლინიკებში
  • სამკურნალო მასაჟი, ფიზიოთერაპია, მითითებულ კლინიკებში
  • დამატებითი მომსახურებების ჩამონათვალი (სხვა და სხვა სახის ფასდაკლებების ჩამონათვალი კონტრაქტორ კლინიკებში)

ანგარიშსწორების პირობები:

  • დამზღვევი ყოველთვიურ სადაზღვევო პრემიას (შესატანს) სრული ოდენობით გადაუხდის მზღვეველს არაუგვიანეს ყოველი მიმდინარე კალენდარული თვის 15 რიცხვისა, მზღვეველის მიერ წარდგენილი ინვოისის საფუძველზე.
  • დამზღვევს ინვოისი შესაძლოა მიეწოდოს ელექტრონული ფორმით.
  • დამზღვევის მიერ სადაზღვევო პრემია (შესატანი) გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
  • ანგარიშსწორებისას გადახდის დანიშნულებაში მითითებული უნდა იყოს დამზღვევი და ინვოისის ნომერი/ხელშეკრულების ნომერი, გადახდის პერიოდი, დაზღვეული თანამშრომლების მონაცემები, მიმდინარე გადასახდელები თანამშრომლის ჭრილში.

გამარჯვებულის გამოვლენა:

  • ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა სადაზღვევო კომპანიებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის საშუალებით.
  • სატენდერო კომიტეტი განიხილავს წარმოდგენილ წინადადებებს და გამარჯვებულად გამოავლენს კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

ტექნიკური ნაწილი:

პრეტენდენტებმა ტენდერით მოთხივნილი დოკუმენტაცია უნდა ატვირთონ შემდეგ ვებ გვერდზე: https://tenders.ge/ წარმოდგენილ სადაზღვევო კატეგორიებზე(პოლისებზე) მითითებული უნდა იყოს ვებ გვერდზე ატვირთვის თარიღი, დამოწმებული უნდა იყოს კომპანიის ბეჭდით ან დატანილი უნდა იყოს კომპანიის ლოგო.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ შემდეგი ვადის გათვალისწინებით: 2022 წლის 15 აპრილიდან, არაუგვიანეს 2022 წლის 21 აპრილის 18:00 საათისა.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 21 აპრილი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
ელენე ლოგუა - HR და ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი
ტელეფონი: 577255263
ელექტრონული ფოსტის მისამართი: elogua@tpl.ge

შესყიდვების მენეჯერი: ნიკოლოზ მინდიაშვილი
ტელეფონი: 591404046
ელექტრონული ფოსტის მისამართი: nmindiashvili@tpl.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    15 აპრილი 2022 დრო 09:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა