ჩაბარების ვადა:

11 აპრილი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1286 - ფასთა გამოკითხვა ადმინისტრაციული შენობის პარაპეტისა და წყალშემკრები მილების მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას ადმინისტრაციული შენობის პარაპეტისა და წყალშემკრები მილების მოწყობის თაობაზე

სამუშაოები განხორციელდება დამკვეთის მასალით.

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:

  • არსებული თუნუქის ფურცლის დემონტაჟი - 317 მეტრი;
  • პარაპეტის მოწყობა ფერადი 0,5 მმ ან 0,4 მმ თუნუქის ფურცლით - 317 მეტრი;
  • წყალშემკრები მილის დამზადება-მოწყობა ფერადი თუნუქის ფურცლით 0,5 მმ ან 0,4 მმ - 135 მეტრი. 

კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად. 

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მობრძანდნენ მისამართზე ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14 შენობის დასათვალიერებლად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების გამოცდილების შესახებ;
  • მომსახურების ღირებულება და შესრულების ვადები.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 11 აპრილის 17:00 სთ-მდე;
  • დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: სამუშაოებთან დაკავშირებით: 599 88 55 75; საკონტაქტო პირი გიორგი ბერიძე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ