ჩაბარების ვადა:

14 აპრილი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1290 - ტენდერი სადაზღვევო ბროკერის მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 31ფილიალით არის წარმოდგენილი. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. პროკრედიტ ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მოიცავს მსოფლიოს 15 ქვეყნის ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას სს პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

სს "პროკრედიტ ბანკი" აცხადებს ტენდერს  სადაზღვევო ბროკერის მომსახურებაზე

ძირითადი მოთხოვნები

ბანკი ითანამშრომლებს კომპანიებთან:

  • რომელთაც აქვთ მაღალი პროფესიული გამოცდილება სადაზღვევო სფეროში;
  • შეუძლიათ სამუშაოს მაღალპროფესიონალურად და ეფექტურად შესრულება;
  • სავალდებულოა ბროკერად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ტენდერის ძირითადი მოთხოვნები:
  • სააპლიკაციო ფორმა;

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილში);
  • აუცილებელია მინიმუმ სამი რეკომენდაცია, რომლებიც უნდა იყოს სხვა დასხვა ტიპის დაზღვევისთვის გაცემული;

აღნიშნული მომსახურების კონტრაქტისთვის გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში სს “პროკრედიტ ბანკ”-ში

ტენდერის ჩაბარების პირობები:

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • თხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
    სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და განათავსეთ ბანკის პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 14 აპრილი, 2016 წ. (18:00 საათამდე).

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

ქეთევან პატარქალაშვილი
შესყიდვების ქვეგანყოფილების უფროსი სპეციალისტი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1577) 
E-mail: tenders@procreditbank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ