ჩაბარების ვადა:

20 აპრილი 2016, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T1295 - ტენდერი ACT, სისხლში გაზებისა და ელექტროლიტების განმსაზღვრელი აპარატის, შესაბამისი რეაგენტებისა და სახარჯი მასალების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ავერსის კლინიკა“ აცხადებს ტენდერს:

  • აქტივირებული შედედების დროის განმსაზღვრელი სისტემის და შესაბამისი რეაგენტების (ACT) შესასყიდად – დანართი #1
  • სისხლის გაზებისა და ელექტროლიტების განმსაზღვრელი აპარატის, შესაბამისი რეაგენტებისა და სახარჯი მასალების შესასყიდად – დანართი #1

ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართში №2;

  • საქონლის მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი;

შენიშვნა: რეაგენტები და სახარჯი მასალები უნდა იყოს ორიგინალი წარმოების;

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული სისტემის eTenders.ge–ს ( ტენდერის ნომერი : 45619) საშუალებით 2016 წლის 20 აპრილს, 15:00 სთ–მდე უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები: 

  • საქონლის დასახელება, ფასი, ტექნიკური მახასიათებლები (პარამეტრები), რომლებიც წარმოდგენილ უნდა იქნას წინამდებარე განცხადებაზე დართული ფორმების შესაბამისად (დანართი #1);
  • გამოსაყენებელი რეაგენტების, საკონტროლო ნიმუშების, დამხმარე ხსნარებისა და საჭირო დეტალების ფასთა სრული ნუსხა, შეფუთვის აღწერილობის, მოცულობის მითითებითა და სერტიფიკატების მოწოდებით;
  • მისაწოდებელი საქონლის ღირებულება (მითითებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით, ციფრებით და სიტყვიერად, რომელშიც ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირების ღირებულებაც);

შენიშვნა: ხარჯები, რომლებიც არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას. სატენდერო წინადადებაში მითითებული მასალების ღირებულება არ ექვემდებარება ცვლილებას 1 წლის განმავლობაში.

  • ანგარიშსწორების სახე;
  • ღირებულების გადახდის პირობა;
  • მიწოდების ვადა (მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს რეაგენტებისა და სხვა დამხმარე მასალების მიწოდების უწყვეტობა; რეაგენტების საექსპლუატაციო ვადა არ უნდა იყოს 1 წელზე ნაკლები);
  • საგარანტიო ვადა (საგარანტიო პერიოდი არ უნდა იყოს 1 წელზე ნაკლები, საგარანტიო ვადაში ასევე უნდა შედიოდეს სრული საინჟინრო სერვისი);
  • ინფორმაცია აპარატურის მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული ინჟინრის არსებობის შესახებ დამადასტურებელი სერტიფიკატით;
  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • სრულყოფილად შევსებული ტექნიკური მახასიათებლების შემცველი ფორმები დანართი #1 სახით. დანართი #1 აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი, „ექსელის“ ფორმატში.
  • შევსებული აფიდავიტი დანართის №3 სახით;

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ.

პრეტედენტს, მყიდველის მოთხოვნით შესაძლებელია დამატებით მოეთხოვოს შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ბოლო ორი წლის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ მიწოდებული ანალოგიური საქონლის სია და ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაცია;
  • ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა პრეტენდენტი დღგ–ს გადამხდელი/არაგადამხდელი;
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 დღე);
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
  • საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";

პრეტენდენტი, რომელსაც საქონლის ღირებულების გადახდის პირობაში ავანსის სახით საქონლის საერთო ღირებულების 10%–ზე მეტი ან 5000 (ხუთი ათასი) ლარზე მეტი თანხის ჩარიცხვა აქვს გათვალისწინებული, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან.

იმ შემთხვევაში, თუკი საქონლის მიწოდება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.

გამარჯვებულ კომპანიას მოეთხოვება:

  • დროულად აცნობოს შემსყიდველს რეაგენტებთან დაკავშირებული ნებისმიერი სიახლის შესახებ
  • დაიცვას რეაგენტებისა და სხვა დამხმარე მასალების ტრანსპორტირების პირობები
  • უზრუნველყოს მოწოდებული აპარატურის ინსტალაცია, ტრენინგი
  • რეაგენტის პარტიის ან/და ცალკეული პოზიციის წუნდების შემთხვევაში მომწოდებელმა უნდა აიღოს ვალდებულება, წუნდებული საქონელი შეცვალოს არანაკლებ 30 დღის განმავლობაში შემსყიდველის მიერ დამატებითი ხარჯების გაღების გარეშე.

შენიშვნა: „ავერსის კლინიკა“ უფლებას იტოვებს, შეიძინოს რეაგენტის განსხვავებული რაოდენობა დანართში მითითებული რაოდენობისგან.

მყიდველის მოთხოვნით, ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, პრეტენდენტებს ასევე შესაძლებელია მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა. სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

შენიშვნა: პრეტენდენტს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული შ.პ.ს. „ავერსის კლინიკა“–ს მიერ ბოლო 2 თვის განმავლობაში ჩატარებულ ტენდერში და წარმოდგენილი აქვს ზემოაღნიშნული საბუთები, არ ევალება მოცემულ ტენდერში მონაწილეობისათვის დამატებით წარმოადგინოს მითითებული დოკუმენტაცია, გარდა პრეტენდენტის მიერ მიწოდებული ანალოგიური საქონლის სიის, არანაკლებ ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაციისა და აფიდავიტისა. წინამდებარე გამონაკლისი არ ვრცელდება იმ პრეტენდენტზე, რომლის მონაცემებშიც შევიდა ცვლილება მითითებული პერიოდის განმავლობაში.

შენიშვნა:ტენდერი ტარდება "1 კონვერტის პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს[1] . შესაბამისად, პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ მოწოდებული საქონლის საბოლოო ღირებულება. წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტედენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში. ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცხადების საფუძველზე პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტედენტ(ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტედენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში. ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცხადების საფუძველზე პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტედენტ(ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირებს:

1) ნანა ძნელაძე
„ავერსის კლინიკა“-ს ლაბორატორიული სამსახურის ხელმძღვანელი
ტელ: 577 27 47 02
ელ.ფოსტა: nana.dzneladze@aversi.ge

2) მარიამ გამხიტაშვილი
„ავერსის კლინიკა“–ს იურისტი
ტელ: 558 10 13 30
ელ. ფოსტა: mari.gamkhitashvili@aversi.ge;

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ