ჩაბარების ვადა:

11 მაისი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T13005 - კონკურსი სასტუმრო და საკონფერენციო მომსახურებაზე

კონკურსის აღწერილობა:

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამ ოფისი აცხადებს ტენდერს სასტუმრო და საკონფერენციო მომსახურებაზე.

ზოგადი პირობები:

  • ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს წინადადება წინამდებარე სატენდერო წესებით განსაზღვრული პირობების მიხედვით.
  • დამკვეთი უფლებამოსილი მიიღოს ან უარყოს ნებისმიერი „სატენდერო წინდადება“, განახორციელოს დაკვეთის განთავსება ნაწილობრივ ან სრულად, წინამდებარე დოკუმენტის მომსახურების მოცულობის განფასების მიხედვით. 
  • დამკვეთი უფლებამოსილია აწარმოოს პრეტენდენტებთან დამატებითი კომუნიკაცია დაზუსტების მიზნით. დამკვეთი არ არის ვალდებული გაუზიაროს სხვა მონაწილეებს, რომელიმე კონკრეტული პრეტენდენტისგან მიღებული მონაცემები. ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის გაზიარება, რომელიც საჭიროა წინადადების მოსამზადებლად დამკვეთის მხრიდან განხორციელდება ყველა პრეტენდენტის მიმართ ერთდროულად.  
  • დამკვეთის მხრიდან სატენდერო წინადადების შერჩევა განპირობებული იქნება გამოცდილების, კვალიფიკაციის, ხარისხის, საფასურის ან შემოთავაზებული კორპორატიული პირობების ან სხვა რომელიმე კრიტერიუმის საფუძველზე და არა მხოლოდ ყველაზე დაბალი ფასის მიხედვით. 
  • კომერციული წინადადებიდან გამომდინარე დამკვეთი უფლებამოსილია მოახდინოს გარკვეული მასალების შეცვლა/ჩანაცვლება ან ამოღება წინასწარ განსაზღვრული ჩამონათვალიდან. დამკვეთი ასევე, უფლებამოსილია აწარმოოს მოლაპარაკება ტენდერში მონაწილესთან მისი მოთხოვნების სრული შესაბამისობის მისაღწევად.   
  • ტენდერის დასრულების თარიღის გასვლის შემდეგ, დამკვეთი არაა ვალდებული მიღებულ სატენდერო წინადადებაზე აწარმოოს მოლაპარაკება ან განათავსოს დაკვეთა, ასეთი წინადადების წარმდგენ პრეტენდენტთან. 
  • იმ შემთხვევაში, თუ წარმატებული პრეტენდენტი ვერ შეძლებს სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი პირობების დაცვას, დამკვეთი უფლებამოსილია გაუქმოს დაკვეთა/კონტრაქტი შერჩეულ მონაწილესთან საჯარიმო სანქციების გარეშე დამკვეთის მიმართ, და გადასცეს დაკვეთა სხვა პრეტენდენტს ან გაუქმოს ტენდერი. 
  • სატენდერო წინადადება არ წარმოადგენს დაკვეთის შეთანხმებას ან ოფიციალური შეკვეთის ფორმას, პრეტენდენტის მიერ წინადადების წარდგენა ნებაყოფლობითია. 
  • სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ ის გაეცნო ტენდერის ყველა მოთხოვნას და ვალდებულია დაიცვას ყველა ეს პირობა, დამკვეთის მხრიდან სატენდერო წინადადების მიღების შემთხვევაში. სატენდერო წინადადების მომზადებასთან და წარდგენასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება პრეტენდენტს, მიუხედავად იმისა, რომ მიღებული იქნება ეს წინადადება თუ არა დამკვეთის მხრიდან. 
  • სატენდერო წინადადება ხელმოწერილი უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ. წინადადებაში დაფიქსირებული უნდა იქნას საკონტაქტო პირი, რომელიც უფლებამოსილი იქნება მოლაპარაკებების წარმოებაზე ტენდერში მონაწილის მხრიდან.
  • ტენდერში მონაწილე ვალდებულია გაეცნოს WWF-ის პოლიტიკას თაღლითობისა და კორუფციული ქმედებების პრევენციისა და გამოძიების შესახებ (დანართი № 2).

სატენდერო წინადადების წარდგენა:

  • სატენდერო წინადადება წარდგენილი უნდა იქნას წინამდებარე მოთხოვნის გათვალისწინებით: სატენდერო წინადადების წარდგენის (გაგზავნის) ბოლო ვადაა: 2022 წლის 11 მაისი 18:00 საათი. წინადადებები გაგზავნილი უნდა იქნას შემდეგ ელ. ფოსტაზე: procurement@wwfcaucasus.org

ნებისმიერი კომუნიკაცია და ინფორმაციის მოთხოვნა ტენდერთან დაკავშირებით გაგზავნილი უნდა იქნეს წერილობით, შემდეგ ელ.ფოსტაზე: dbichelashvili@wwfcaucasus.org - დიანა ბიჩელაშვილი, რეგიონალური შესყიდვების ოფიცერი

ყველა კითხვა გაგზავნილ უნდა იქნას ტენდერის დასრულების ვადის ამოწურვამდე 2 (ორი) სამუშაო დღით  ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია არ გასცეს პასუხი მონაწილეებს.

ნებისმიერ ინფორმაცია/პასუხი გაეგზავნება ყველა პრეტენდენტს წერილობით ელ.ფოსტით. ტენდერის დასრულების თარიღის შემდგომ ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხი არ გაიგზავნება.

სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.

ტენდერის კატეგორია:

  • 55100000 სასტუმროს მომსახურება