ჩაბარების ვადა:

3 ივნისი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T13043 - ტენდერი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულის წყალსადენის სათავო ნაგებობის (მდებარე ზნაკურას ხევში) ფილტრატის ჭის და წყალსადენის ქსელის მოწყობის სამუშაოებზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია. სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 3 ივნისი, 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი სენი - კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), ს/კ: 204419977, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO-CAP): სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში - ფარგლებში აცხადებს ტენდერს, კერძოდ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულის წყალსადენის სათავო ნაგებობის (მდებარე ზნაკურას ხევში) ფილტრატის ჭის და წყალსადენის ქსელის მოწყობის სამუშაოებზე.

არსებული მდგომარეობის აღწერა და შესასრულებელი სამუშაოები:

  • სოფელ ბუგეულის მოსახლეობის წყალმომარაგება ხორციელდება ზნაკურას ხევში მდებარე ბუნებრივი წყაროებიდან, რომელთა დებეტიც ასევე განიცდის სეზონურ ცვალებადობას. 
  • სოფელი ბუგეულის მოსახლეობის წყალმომარაგების ქსელში წყლის ნაკლებობა უფრო გამოხატულია ზაფხულის პერიოდში, რის გამოც სოფლის მოსახლეობას წყალი მიეწოდება შეფერხებით.
  • აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს სოფელი ბუგეულის მიმდებარედ ზნაკურას ხევში მდებარე სათავესთან მოსაწყობი მდინარის ფილტრატის ორი (2) ოთხკუთხა მონოლითური ჭის მოწყობას. 
  • საპროექტო ფილტრატის ჭები ეწყობა მდინარე ზნაკურას გვერდით, სადაც მოეწყობა რკ/ბეტონის მონოლითური ოთხკუთხა ფილტრატის ჭა, საიდანაც ფილტრატებში მოხვედრილი წყალი ერთმანეთს დაუკავშშირდება პოლიეთილენის პერფორირებული სადრენაჟო d=200 მმ-იანი მილით სიგრძით I-5.50 მეტრი, ხოლო ჭიდან შეკრებილი წყალი საპრეოქტო ფოლადის D-114/3.5 მმ-იანი მილით დაერთდება არსებულ d=100 მმ-იან მილზე. საპროექტო ფოლადის d=114/3.5 მმ-იანი მილის სიგრძე შეადგენს L=38 მ-ს. საპროექტო ქსელზე მოსაწყობია ერთი განშტოების ჭა d=100 მმ-იან ურდულით. წინამდებარე პროექტის გრაფიკული ნაწილი შესრულებულია სამშენებლო ნორმების და წესების დაცვით, სათანადო სამუშაოთა მოცულობების და მასალების სპეციფიკაციით.

შენიშვნა: სატენდერო განაცხადის გამოგზავნამდე აუცილებელია ადგილზე ვიზიტი, ადგილის რთული რელიეფიდან გამომდინარე. არ განიხილება ის აპლიკანტები, რომლებმაც არ განხორციელეს ადგილზე ვიზიტი. 

ტენდერის ფარგლებში შესასრულებელია შემდეგი სამუშაოები:
ტექნოლოგიური ნაწილი

  • კატ. გრუნტის დამუშავება ექსკავატორით ჩამჩის მოცულობით 0.5 მ3 თხრილში ა/მ დატვირთვით
  • V კატ. კლდოვანი გრუნტის დამუშავება პნევმატური ჩაქუჩით
  • ტერიტორიის გასუფთავება ბუჩქნარისაგან (ამოძირკვა, გატანა და დაწვა)
  • დარჩენილი გრუნტის ადგილზე მოსწორება
  • ჭის ქვეშ ხრეშის (ფრაქცია 0-56 მმ) ბალიშის მოწყობა 40 სმ
  • ფილტრატის ქვაბულის შევსება ჭის ხრეშის (ფრაქცია 40-70 მმ)
  • ფოლადის სწორნაკერიანი ქარხნული იზოლაციით  d=100/6 მმ   მილის   შეძენა, მონტაჟი
  • პოლ. პერფორირებული გოფრირებული მილის შეძენა-მოწყობა SN 8 d=200 mm
  • წყალსადენის პოლიეთილენის მილის შეძენა და მონტაჟი გარეცხვა-გამოცდით PE 100 SDR 11 PN 16 d=63 mm
  • ფოლადის მუხლის შეძენა და მოწყობა d=100/6 მმ 900 (2 ცალი)
  • ფოლადის მუხლის  შეძენა და მოწყობა d=100/6 მმ 450 (2 ცალი)
  • ფოლადის სამკაპის  შეძენა და მოწყობა d=100/6 მმ  (1 ცალი)
  • თუჯის ურდულის შეძენა და მონტაჟი d-100 მმ PN10
  • ფოლადის მილტუჩის  შეძენა და მოწყობა d=100 მმ
  • ჩობალის შეძენა და მოწყობა დ=165 მმ (2 ცალი)
  • საპროექტო მილის შეჭრა არსებულ ფოლადის მილზე

რკინა-ბეტონის სამუშაოები:

  • IV კატ. გრუნტის დამუშავება ექსკავატორით ჩამჩის მოცულობით 0.5 მ3  გვერდზე დაყრით
  • გრუნტის დამუშავება ხელით გვერძე დაყრით
  • საძირკვლის ქვეშ ხრეშის  ბალიშის მოწყობა  პერიოდული დატკეპნით
  • ბეტონის მომზადების მოწყობა ფილის ქვეშ , ბეტონის მარკა  M-100, B-7.5
  • ჭის გარე ზედაპირის ჰიდროიზოლაცია ბიტუმ-ზეთოვანი მასტიკით 2 ფენად
  • ჭის მომოლითური რკ/ბეტონის ძირის ფილის, კედლების და გადახურვის ფილის მოწყობა. ბეტონი B-25, W-8, F-150 სისქით. არმატურა A500C/A240C
  • ჭის კედელში d=114 მმ ფოლადის ჩობალის მოწყობა
  • ჩობალის შეძენა და მოწყობა d=114 მმ (1 ცალი)
  • დარჩენილი ამოღებული მდინარის ბალასტის უკუჩაყრა ექსკავატორით ჩამჩის მოცულობით 0.5 მ3 

სერვისის დასახელება, სავარაუდო ფასი, შესრულების ადგილი და ვადა:       

  • სერვისის დასახელება: ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულის წყალსადენის სათავო ნაგებობის (მდებარე ზნაკურას ხევში) ფილტრატის ჭის და წყალსადენის ქსელის მოწყობის სამუშაოები
  • შესრულების ვადა: ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 60 (სამოცი) კალენდარული დღე (სამუშაოს დაწყების თარიღს განსაზღვრავს კლიმატური პირობები, ამიტომ პროექტის დაწყების ვადა განისაზღვრება მოგვიანებით, შემსრულებელთან და ამბროლაურის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით);
  • შესრულების ადგილი: ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბუგეული.     

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 3 ივნისი, 18:00 საათი. სატენდერო წინადადებები გაიხსნება სატენდერო წინადადების წარმოდგენის ვადის დასრულებიდან მომდევნო სამუშაო დღეს. დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო 2. წინადადება უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: megi.gamtkitsulashvili@cenn.org

დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაცია ტენდერის პროცედურების შესახებ შეუძლიათ მიიღონ CENN-ის ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, ბეთლემის ქ. 27. 

საკონტაქტო პირები: 

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები