ჩაბარების ვადა:

15 მაისი 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T13045 - ტენდერი კვებით მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ბაზისბანკი“ აცხადებს ტენდერს კვებით მომსახურებაზე.

მომსახურების სახე:

  • სს „ბაზისბანკის“  სათავო ოფისის თანამშრომელთათვის სასადილოს ფუნქციონირება;
  • თანამშრომლების კვებით უზრუნველყოფაზე მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს ყოველ სამუშაო დღეს (ორშაბათი-პარასკევი) 10:00–დან 17:00 საათამდე;
  • სათავო ოფისის თანამშრომელთა რაოდენობა - 300 ადამიანი;
  • საკვები უნდა დამზადდეს სურსათის უვნებლობის მოთხოვნების, საკვების მომზადებისა და მომსახურების ყველა დადგენილი ნორმისა და ჰიგიენის წესების დაცვით;
  • ტრანსპორტირების დროს დაცული უნდა იყოს სურსათის უვნებლობის ნორმები;
  • საკვები უნდა იყოს დაბალანსებული (ხორცი, თევზი, ფრინველი, კვერცხი, რძის პროდუქტები, მარცვლეული, ბურღულეული, ხილი და ბოსტნეული);
  • შემოთავაზებული საკვები სავალდებულოა იყოს ცვლადი და მენიუ შეიცვალოს ყოველდღიურად;
  • უზრუნველყოს საკვები ნარჩენების მართვა და გატანა ბანკის ტერიტორიიდან ყოველდღიურად;
  • მომსახურებაში უნდა შედიოდეს მომსახურე პერსონალი (ჭურჭლის მრეცხავი/დამლაგებელი, საკვების გამცემი, მოლარე) სპეციალური უნიფორმით;
  • საჭიროების შემთხვევაში სასურველია ღონისძიების ფურშეტით, ლანჩით და/ან ყავის შესვენებით უზრუნველყოფა;
  • შეთანხმებული ფასების ცვლილება შესაძლებელია სეზონურად, წელიწადში ორჯერ, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე;

დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:

  • დეტალური შეთავაზება (სრული მენიუ ფასებით, იხ. დანართი);
  • კომპანიის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
  • რეკომენდაციები (მინიმუმ 2 სხვადასხვა კომპანიიდან);

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 15.05.2022 (17:00 სთ)

საკონტაქტო პირი:
სს ბაზისბანკი, შესყიდვების ჯგუფის უფროსი - გაგა ქემერტელიძე
მისამართი: ქ. თბილისი, ქ. წამებულის N1
ტელ: (+995 32) 922 922  (+ 278)
           (+995 79) 40 48 94
ელ.ფოსტა: tenders@basisbank.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები
  • 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება