ჩაბარების ვადა:

10 მაისი 2022, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T13054 - ფასთა გამოკითხვა კასპის კლინკერის ღუმელის მთლიანი საბურავების ხაზის პროექტზე, გრუნტის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის სამუშაოზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია აცხადებს ფასთა გამოკითხვა კასპის კლინკერის ღუმელის მთლიანი საბურავების ხაზის პროექტზე, გრუნტის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის სამუშაოზე.

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას კასპის ცემენტის ქარხანაში კლინკერის წარმოებაში ამჟამად საწვავად გამოიყენება ქვანახშირი. კომპანიის სტრატეგიაა რომ დაიწყოს და განავითაროს ალტერნატიული საწვავის გამოყენება. ამ ეტაპზე ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია გეგმავს კასპის კლინკერის ღუმელში მთლიანი საბურავების მიწოდების ხაზის მოწყობას. ამასთან დაკავშირებით საჭიროა:

  • საბურავების ღია სასაწყობე ფართის მოწყობა
  • ლენტური ტრანსპორტიორის საყრდენი კონსტრუქციის (ფერმის), საძირკვლებისა და შემომფარგლავი კონსტრუქციის მოწყობა. 

ამ ფასთა გამოკითხვის საგანს წარმოადგენს აღნიშნული ნაგებობების განთავსების ადგილზე გრუნტის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა.

ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფი არის ერთერთი ლიდერი კომპანია მსოფლიოში ცემენტისა და ბეტონის ბაზარზე და საქართველოში წარმოადგენს ცემენტისა და ბეტონის ყველაზე მსხილ მწარმოებელს. მსოფლიოს მაშტაბით კომპანიას ყავს 60,000 დასაქმებული 60-ზე მეტ ქვეყანაში.

მეტი ინფორმაცია ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ მისამართზე/ლინკზე: www.heidelbergcement.com

ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოხარული ვართ გაცნობოთ რომ თქვენი კომპანია შერჩეულია როგორც პოტენციური შემსრულებელი ამ სამუშაოების და გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ფასთა გამოკითხვაში.

შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა შემდეგია:

  • მობილიზაცია ობიექტზე
  • საბურღი სამუშაოების ჩატარება. საბურღი სამუშაოები უნდა ჩატარდეს ტექნიკური დავალებისა და ადგილობრივი მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად.
  • სინჯების აღება.
  • გრუნტის და კლდოვანი ქანების ლაბორატორიული გამოცდები.
  • გრუნტის საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევის ანგარიშის მომზადება.

პროექტი თანხვედრაში უნდა იყოს ჰაიდელბერგცემენტის შიდა პროექტირების სტანდარტებისა და კრიტერიუმებისა და ქვეყანაში არსებული ყველა მოქმედ სტანდარტთან და მოთხოვნასთან.

შემსრულებელმა უნდა მოგვაწოდოს საპროექტო დოკუმენტაციის 3 ბეჭდური ეგზემპლარი და ყველა საპროექტო დოკუმენტი ორიგინალ ფაილში.

ყველა დოკუმენტი შესრულებული უნდა იყოს შესაბამის პროგრამაში, ხელით შესრულებული დოკუმენტები არ მიიღება დამკვეთის მიერ. ქვემოთ მოცემულია პროგრამები რომლებიც მისაღებია შეთანხმების გარეშე:

ტექსტური დოკუმენტები, წერილები: MS Word
ცხრილები, ანგარიშები: MS- Excel
გეგმაგრაფიკები: MS – Project
ნახაზები და სქემები: AUTOCAD

ამასთან ყველა ეს დოკუმენტი მოწოდებული უნდა იყოს pdf Acrobat ფორმატშიც.

აუცილებელია შემსრულებლის ადგილზე ვიზიტი წინადადების მოცემამდე.

ყველა ზემოთ მითითებული სამუშაო უნდა ჩატარდეს ტექნიკური დავალების და ადგილობრივი მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისი მოცულობით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:

  • სამუშაოების შესრულების ადგილი: კასპის ცემენტის ქარხანა.
  • სამუშაოების შესრულების ვადა: გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენთვის მისაღები უმოკლესი ვადა.
  • გადახდის პირობები: სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე
  • ტექნიკური მოთხოვნები: თანდართული დოკუმენტებისა და ადგილობრივი ტექნიკური მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად

წინადადებების მიღების საბოლოო ვადაა 10.05.2022 – 12:00 საათი, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი წინადადება შემდეგ მისამართზე: HeidelbergCement Georgia Ltd 21 ალ. ყაზბეგის გამზირი 0160 თბილისი, საქართველო.

ყველა კორესპონდენცია წინადადების მოწოდების ჩათვლით უნდა მოხდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.
ვლადიმერ სულგულაძე
მობ: 595 810 505
ელ. ფოსტა: vladimer.surguladze@heidelbergcement.com

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ დაუკავშირდეთ:
მობ: 591 450 230
ელ. ფოსტა: 
dato.chabradze@heidelbergcement.com

თანდართული დოკუმენტები:

  • ტექნიკური დავალება საინჟინრო გეოლოგიური კვლევის ჩატარებაზე.
  • მოთხოვნები შრომის უსაფრთხოებაზე.
  • შენობის წინასწარი განლაგებითი ნახაზი.
  • გენგეგმა საპროექტო შენობის ადგილის მითითებით.

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები