ჩაბარების ვადა:

25 ივნისი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T13067 - ტენდერი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის არსებული წყალმომარაგების სისტემის და სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის სამუშაოებზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია. სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 25 ივნისი, 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი სენი - კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), ს/კ: 204419977, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO-CAP): სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში - ფარგლებში აცხადებს ტენდერს, კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის არსებული წყალმომარაგების სისტემის და სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის სამუშაოებზე.

არსებული მდგომარეობის აღწერა და შესასრულებელი სამუშაოები:

  • არსებული სათავე ნაგებობიდან ხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მთისპირის, ასკანის და მზიანის წყალმომარაგება მდინარის ზედაპირული წყლით. სათავე ნაგებობა ნაწილობრივ დაზიანებულია, რაც აფერხებს წყალმიმღებზე წყლის საჭირო რაოდენობის მიწოდებას, აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს სათავე ნაგებობის შემკრები ბეტონის კედლის მოწყობა-რეაბილიტაციას (იხ. კონსტრ. ნაწილი). უნდა განხორციელდეს წყალმიმღებიდან გამომავალი ფოლადის მილის შეცვლა (D=273/7 მმ სიგრძით L=28 მეტრი), რაზეც მოეწყობა 250 მმ ურდული და ქსელის გამრეცხი. ასევე, ეწყობა წყალმიმღების გამრეცხი ფოლადის მილი (D=219/5 მმ სიგრძით L=9 მეტრი), წყალმიმღებზე არსებულ გამრეცხ მილზე გადაერთებით, ბოლოში ურდულის მოწყობით. 
  • მდინარეზე გადასავლელ სამანქანო გზაზე ზედაპირულად გამავალი თვითდენითი D=273/7 მმ-იანი მილის დაზიანების თავიდან ასაცილებლად, გათვალისწინებული ფოლადის გარსაცმი D=426/7 მმ-იანი მილი სიგრძით L=6 მეტრი.
  • წინამდებარე პროექტის გრაფიკული ნაწილი შესრულებულია სამშენებლო ნორმების და წესების დაცვით, სათანადო სამუშაოთა მოცულობების და მასალების სპეციფიკაციით.
  • პროექტი განხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და CENN-ის თანამშრომლობით. შესაბამისად, ტენდერის ფარგლებში გაწერილი საქმიანობები გაყოფილია ორ ნაწილად. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი თავად უზრუნველყოფს მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ საქმიანობებზე ტენდერის ჩატარებას. 

CENN-ის ტენდერის ფარგლებში შესასრულებელია შემდეგი სამუშაოები:

  • VI კატ. გრუნტის  დამუშავება ხელით პნევმო ჩაქუჩით, ამოღებული გრუნტის გვერდზე დაყრით
  • გვერდზე დაყრილი გრუნტის უკუჩაყრა მექანიზმის გამოყენებით, 50 მ-ზე გადაადგილებით, დატკეპნა
  • დარჩენილი გრუნტის ადგილზე მოსწორება
  • ფოლადის d=273/9მმ სწორნაკერიანი ქარხნული იზოლაციით  მილის შეძენა და მონტაჟი  
  • ფოლადის სწორნაკერიანი ქარხნული იზოლაციით d=219/5 მმ მილის შეძენა, მონტაჟი
  • ფოლადის გარსაცმი მილის  d=426/7 მმ მილის შეძენა, მონტაჟი
  • ფოლადის მუხლის  შეძენა და მოწყობა d=250/9მმ 450 (1 ცალი)
  • ფოლადის  მექანიკური ურდულის  შეძენა და მონტაჟი d=250 მმ PN10
  • თუჯის მექანიკური ურდულის შეძენა და მონტაჟი d=200 მმ PN10
  • თუჯის მექანიკური ურდულის შეძენა და მონტაჟი d=150 მმ PN10
  • ფოლადის მილტუჩის შეძენა და მოწყობა d=250 მმ
  • ფოლადის მილტუჩის შეძენა და მოწყობა d=200 მმ
  • ფოლადის მილტუჩის შეძენა და მოწყობა d=150 მმ
  • ფოლადის მილყელის შეძენა და მოწყობა d=150 მმ (1 ცალი) L=0.25 მ
  • მომოლითური რკ/ბეტონის კედლის აღდგენა ბეტონი  B-35 არმატურა АIII A500c

სერვისის დასახელება, სავარაუდო ფასი, შესრულების ადგილი და ვადა:       

  • სერვისის დასახელება: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის არსებული წყალმომარაგების სისტემის და სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის სამუშაოები;
  • შესრულების ვადა: ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 60 (სამოცი) კალენდარული დღე;
  • შესრულების ადგილი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი მთისპირი.     

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 25 ივნისი, 18:00 საათი. სატენდერო წინადადებები გაიხსნება სატენდერო წინადადების წარმოდგენის ვადის დასრულებიდან მომდევნო სამუშაო დღეს. დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: megi.gamtkitsulashvili@cenn.org
  • დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაცია ტენდერის პროცედურების შესახებ შეუძლიათ მიიღონ CENN-ის ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, ბეთლემის ქ. №27. 

საკონტაქტო პირები: 

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები