ჩაბარების ვადა:

15 ივნისი 2022, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T13075 - ტენდერი ზუგდიდში თეატრის ქუჩაზე სასტუმროს შენობის კარკასის მონოლითური სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს საქართველოს ქონების მართვის ჯგუფი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ზუგდიდში, თეატრის ქუჩაზე სასტუმროს შენობის კარკასის მონოლითური სამუშაოების შესყიდვაზე.

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • ზუგდიდში, თეატრის ქუჩაზე სასტუმროს შენობის კარკასის მონოლითური  სამუშაოები (ტექნიკური დავალება პროექტის სახით გაზიარებულ იქნება დაინტერესებულ პირთან მხოლოდ ხელმოწერილი NDA-ის საფუძველზე, ხოლო სამუშაოთა და  მასალათა  მოცულობათა უწყისი BOQ პრეტენდენტმა უნდა შეადგინოს და წარმოადგინოს აღნიშნული პროექტიდან გამომდინარე. NDA-ის ფორმა იხილეთ თანდართულ ფაილებში). 
  • შენიშვნა: წინადადებების წარმოდგენამდე დაინტერესებულმა კომპანიამ სასურველია ადგილზე მოახდინოს ობიექტის დათვალიერება. ვიზიტის  შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტენდერში მითითებულ ნომერზე.

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დეტალური განფასება გამოგზავნილი პროექტის მიხედვით.

სამუშაოს შესრულების ფორმა, ადგილი და ვადა:

  • სამუშაოები უნდა განხორციელდეს ზუგდიდში, თეატრის ქუჩაზე, სამუშაოების შესრულების ვადა განსაზღვრული უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ.

მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადაზე. 

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და დადებითი სარეკომენდაციო წერილები ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორების პირობების განსაზღვრა მოხდება ხელშეკრულების გაფორმებამდე ურთიერთშეთანხმებით, პრეტენდენტმა თავადა უნდა წარმოადგინოს მისთვის მისაღებია ანგარიშსწორების პირობა. 
  • საავანსო გადახდის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებული იქნება წარმოადგინოს საავანსო გარანტია.

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია:

  • შემსრულებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით. ხელშეკრულების შესრულების გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და და ძალაში უნდა იყოს არანაკლებ „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული საგარანტიო ვადის დასრულების თარიღიდან 1 თვის განმავლობაში.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • პრეტენდენტის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვა გამოგზავნილი პროექტის მიხედვით;
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად;
  • სამუშაოების შესრულების დეტალური გეგმა-გრაფიკი; 
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების და საშემსრულებლო დოკუმენტების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე ელექტრონულ ტენდერზე თანდართული ხელშეკრულების ნიმუშის და სატენდერო პირობების შესაბამისად.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

„შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

„შემსყიდველი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. „შემსყიდველი“არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

„შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  „შემსყიდველი“ მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 15 ივნისი, 16:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

შესყიდვების წარმომადგენელი:
გიორგი ზაკალაშვილი
მობ: 577 588 111
ელ. ფოსტა: gzakalashvili@m2.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    10 ივნისი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა