ჩაბარების ვადა:

16 მაისი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T13098 - ტენდერი დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკავებული აღრიცხვის ანგარიშის აუდიტის მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა: 

შპს ახალი ქსელები და შპს საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია აცხადებს ტენდერს, დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკავებული აღრიცხვის ანგარიშის აუდიტის მომსახურებაზე.

ტენდერში მონაწილე აუდიტორული ფირმების საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ტენდერში მონაწილეობა შეუძლია აუდიტორულ ფირმას, რომელსაც გავლილი აქვს ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი და მინიჭებული აქვს  პირველი და მეორე ზომითი კატეგორიის საწარმოებისთვის და პირველი და მეორე ზომითი კატეგორიის ჯგუფებისთვის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლება, ასევე გააჩნია დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკავებული აღრიცხვის ანგარიშის მომზადების და აუდიტის შესაბამისი გამოცდილება და კვალიფიკაცია. 

შესასრულებელი სამუშაო:

  • 2021 წლის დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკავებული აღრიცხვის ანგარიშის აუდიტი. 

გამარჯვებული კომპანიის შერჩევის კრიტერიუმები და სამუშაოს შესრულების ვადები:

კომპანიის შერჩევის კრიტერიუმები: მაქსიმალური ქულა 10 შეწონვა:
ყველა ფასი შესაძლოა გადასახადის ჩათვლით   33%
ვადა   34%
კომპანიის ზოგადი გამოცდიება აუდიტში   33%


აუდიტორმა სამუშაო უნდა დაასრულოს 2022 წლის 20 ივნისამდე. შეთავაზებას თან უნდა ახლდეს შერჩევის კრიტერიუმების მონაცემები, სააპლიკაციო ფორმა, კომპანიის რეკვიზიტები. 

 კომპანიის შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

  • აუდიტორული კომპანიების მიერ გამოგზავნილი შეთავაზების შერჩევა
  • კომპანიებთან გასაუბრება

სატენდერო პირობები:

  • ხელშეკრულება გაფორმდება პრეტენდენტთან, რომელსაც  სატენდერო წინადადება წარმოდგენილი ექნება საუკეთესო ფასისა და შემოთავაზებული მომსახურების პირობებით. 
  • მომსახურების ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტა ლარში. შემოთავაზებული ფასი უნდა შეიცავდეს დაკვეთის მიწოდებასთან დაკავშირებულ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის გადასახადსა და მომსახურების გაწევის მიმდინარეობისას წარმოშობილ ყველა სახის ხარჯს.
  • ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში. ფაქტიურად გაწეული მომსახურების შემდეგ მხარეებს შორის შესაბამისი მიღება - ჩაბარების აქტის და დასკვნის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.
  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტაზე: procurement@ak.ge არაუგვიანეს 2022 წლის 16 მაისის 18:00 საათისა.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • ტენდერში მონაწილე კომპანიას უნდა ჰქონდეს სულ მცირე 5-6 წლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში;
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
  • თანდართული ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა; (შევსებული ელექტრონული ფორმა დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;)

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ მიმართოთ:
მარი კილაძე
ფინანსური დირექტორი
ტელ:+995  577 90 35 09
ელ ფოსტა: mkiladze@ak.ge; mkiladze@cgc.ge
მისამართი: ქ. თბილისი ანა პოლიტკოვსკაიას №42

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ მიმართოთ:
თამარ კასრაძე
შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი
ტელ: +995 577 212628
ელ ფოსტა; t.kasradze@ak.ge
მისამართი: ქ. თბილისი ანა პოლიტკოვსკაიას №42

ტენდერის კატეგორია:

  • 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები