
3 ივლისი 2014, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT131 - ტენდერი სპეც.ფორმების გარეცხვა/ქიმწმენდის თაობაზე
სს „ნიკორა“ აცხადებს ტენდერს სპეც.ფორმების გარეცხვა/ქიმწმენდის თაობაზე და იწვევს ქ.თბილისში მდებარე სამრეცხაოებს მონაწილეობის მისაღებად.
- სპეც. ტანსაცმელი ნაწილი (მუქი ლურჯი წითელში გაწყობილი) კოტონი 100%; 240გ მ2; არაუმეტეს 40 გრადუსისა
- ნაწილი სპეც. ტანსაცმელი (მუქი ლურჯი) კოტონი 100%; 240 გ მ2; არაუმეტეს 40 გრადუსისა
- ნაწილი სპეც. ტანსაცმელი (შავი ფერის სარჩულიანი) კოტონი 60% პოლიესთერი 40% ; 80 გ მ2; არაუმეტეს 40 გრადუსისა
- სარჩული - ბამბის ტრიკოტაჟი, კოტონი 100%; 160 გ მ2
- მომსახურება მოიცავს როგორც სპეც.ტანსაცმლის რეცხვას, ასევე დაუთოვებას
აუცილებელი მოთხოვნები:
- წინადადების წარდგენისას მონაწილე არ უნდა იყოს: გაკოტრება/ლიკვიდაციის პროცესში
- მონაწილეს უნდა გააჩნდეს მსგავსი (კორპორატიული) სამუშაოს შესრულების არანაკლებ 1 (ერთი)-წლიანი გამოცდილება
- მომსახურების ხარისხის შემოწმების მიზნით კომპანიამ გარეცხოს ერთი კომპლექტი სპეც.ტანსაცმელი ანაზღაურების გარეშე
- სატენდერო შემოთავაზება. ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, დღგ-ის ჩათვლით. (დააკონკრეტეთ; თანხა წონის თუ, კომპლექტის რაოდენობის მიხედვით და მიუთითეთ კვირაში რა სიხშირით განახორციელებთ მომსახურებას)
- წარმოადგინოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
- ორგანიზაციის/კომპანიის სრული დასახელება, საკონტაქტო პირის სახელი და გვარი, მისამართი და ტელეფონი
- საბანკო რეკვიზიტები
- ერთი რეკომენდატორი კომპანიის დასახელება და მათი საკონტაქტო ინფორმაცია
შემოთავაზება გადმოაგზავნეთ ქვემოთ მითითებულ ელ.ფოსტაზე.
დამატებითი ინფორმაცია გაიცემა, ქვემოთ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე და საკონტაქტო ნომერზე.
წინადადების მიწოდების საბოლოო ვადა: 2014 წლის 03 ივლისამდე 15:00 სთ.
სს „ნიკორა“
მის.: ქ. თბილისი, მ.ქავთარაძის #11
საკონტაქტო პირი: თამარ ბაკაშვილი
ტელ: 577997033
ელ.ფოსტა: t.bakashvili@nikora.ge