ჩაბარების ვადა:

18 მაისი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T13117 - ფასთა გამოკითხვა წყალგამტარი ნაგებობის მოწყობის პროექტირებაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

RMG Auramine აცხადებს ფასთა გამოკითხვას წყალგამტარი ნაგებობის მოწყობის პროექტირებაზე.

  • კომერციული წინადადების ფორმა იხილეთ დანართში N2.
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 18.05.2022, 18:00 საათი.

ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.

პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება.

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • ენა: ქართული ან რუსული.
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.
  • ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობით დაინტერესებულ კომპანიებს (გთხოვთ, დაინტერესების წერილი გამოგვიგზავნოთ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე) დამატებით გადაეგზავნებათ ტექნიკური დავალება. აგრეთვე, მონაწილეობისათვის აუცილებელია ობიექტის ადგილზე ნახვა. ადგილმდებარეობა - ბოლნისის მუნიციპალიტეტი, დაბა კაზრეთი. ვიზიტთან დაკავშირებით, გთხოვთ გვაცნობოთ 1 დღით ადრე.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: 

  • მომსახურების ღირებულება;
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • მომსახურების განხორციელების ვადა;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
  • რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ;
  • დანართში No 2 მოთხოვნილი მონაცემები (ივსება მონაწილის მიერ);

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში No 1.
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყდივებისა და ლოჯისტიკის უფროსი სპეციალისტი: ნინო გურამიშვილი
მობ: +995 599 92 00 51
ელექტრონული ფოსტა: NGuramishvili@richmetalsgroup.com

ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირი: 
ვლადიმერ ჩარკვიანი
მობ: +995 595 22 01 59 Т +995 574 38 77 33
ელექტრონული ფოსტა: VCharkviani@richmetalsgroup.com

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები