ჩაბარების ვადა:

4 მაისი 2016, 13:00

სტატუსი:

დასრულებული

T1313 - ტენდერი სალიფსიტე შენობის მშენებლობაზე

ტენდერის აღწერილობა:

მერსი ქორფსი არის ჰუმანიტარული და განვითარების საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს პროგრამებს მსოფლიოს 48-ზე მეტ ქვეყანაში. მისი სათაო ოფისები განლაგებულია აშშ-ში, ორეგონის შტატში, ქ. პორტლანდში, და დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში, ქ. ედინბურგში. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.mercycorps.org

საქართველოში მერსი ქორფსმა უკვე განახორციელა არაერთი პროექტი, რომელსაც აფინანსებდა სხვადასხვა საერთაშორისო დონორის/კომპანიის მიერ, როგორიცაა USAID, BP, KfW, ევრო კომისიის, იაპონიის საელჩოს მიერ, ამჟამად მერსი ქორფსი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროგრამას „ფერმერული კოოპერატივების განვითარება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში“, USAID -ის პროგრამას “ქალთა და გოგონათა ეკონომიკური გაძლიერება ქვემო-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში“, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტებს სამცხე-ჯავახეთში, ქვემო-ქართლსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

მერსი ქორფსი იწვევს ყველა დაინტერესებულ მხარეს შემოიტანოს სატენდერო განცახადი შემდეგი საკითხებზე:

სალიფსიტე შენობის მშენებლობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში

ტენდერში მონაწილეობისათვის საჭიროა შემდეგი პირობების დაკმაყოფილება:

  • რეგისტრაციის მოწმობის ქონა
  • შესაბამისი აღჭურვილობისა და სამუშაო სივრცის არსებობა
  • კვალიფიციური მენეჯერებისა და მუშა ხელის ყოლა
  • კარგი სამუშაო გამოცდილება და წინა კლიენტების მიერ კარგი დახასიათება
  • ადგილობრივი/საერთაშორის საბანკო ანგარიში (მერსი ქორფსი ყველა ფულად ოპერაციას განახორციელებს ბანკის საშუალებით)

ტენდერის ჩაბარების პირობები:

განაცხადის შემოტანა უნდა მოხდეს დახურული კონვერტში, სადაც გარკვევით იქნება მითითებული რისთვისაა განკუთვნილი ეს განაცხადი და ვის მიერაა შემოტანილი, მისამართზე:

მერსი ქორფს-ის თბილისის ოფისი.
თბილისი, გ. გეგეჩკორის ქუჩა # 6.

სატენდერო დოკუმენტაციის შემოტანის ბოლო ვადაა 2016 წლის 4 მაისი 13:00 საათი.

პროექტის ადგილის დათვალიერება მოხდება 2016 წლის 22 აპრილი 13:00 საათზე. მერსი ქორფს-ის თბილისის ოფისიდან. (სამუშაოს განხორციელების ადგილის მონახულებაზე დასწრება სავალდებულოა.)

ტენდერის განხილვა ჩატარდება 2016 წლის 4 მაისი 13:00 საათზე, მერსი ქორფსის თბილისის ოფისში.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დამიკავშირდები ქვემოთ მითითებულ ნომრებზე:

Davit Merabishvili
Senior Procurement/Logistics Officer
Mercy Corps Georgia
Tel: +995 322 25 24 71
Mobile: +995 599 248 300
Email: dmerabishvili@mercycorps.org

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ