ჩაბარების ვადა:

31 მაისი 2022, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T13134 - ფასთა გამოკითხვა სასმელი წყლის მოსაპოვებლად ჭაბურღილის ბურღვაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

კომპანია აცხადებს ფასთა გამოკითხვას სასმელი წყლის მოსაპოვებლად ჭაბურღილის ბურღვაზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. 

კონტრაქტორი შერჩეული იქნება მათ მიერ წარმოდგენილი განფასების, კომპანიის გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის საფუძველზე. 

ქვეკონტრაქტორის მიერ წარმოდგენილი განფასება გაკეთებული უნდა იყოს დანართში მითითებული გეოფიზიკური დასკვნის საფუძველზე და უნდა იყოს ვრცელი, სრული, შედგენილი რესურსული მეთოდით და აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N52 და N55 დადგენილებების მოთხოვნებს.

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალსიწინებით:

  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასები ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • განფასების შედგენის ენა: ქართული ან/და ინგლისური 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • მონაწილე პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტაზე: gggg3bc@gmail.com არაუგვიანეს 2022 წლის 31 მაისისა 18:00 სთ.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ბიზნეს მენეჯერის ასისტენტი - თამარ წივწივაძე
ტელ: 599 92 85 52

ტენდერის კატეგორია:

  • 76300000 ბურღვასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები

სატენდერო დოკუმენტაცია