ჩაბარების ვადა:

20 მაისი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T13135 - ფასთა გამოკითხვა პლასტმასის მილების შედუღების აპარატის შესყიდვაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

Rich Metals Group აცხადებს ფასთა გამოკითხვას პლასტმასის მილების შედუღების აპარატის შესყიდვაზე.

შესყიდვის საგანი:

  • ელექტრო მუფტური შედუღების აპარატი RITMO ELEKTRA 1000 – 1 ც
  • პლასტმასის მილების შედუღების აპარატი ROBU W 160 G – 1 ც
  • პლასტმასის მილების შედუღების აპარატი ROBU W 500 – 1 ც
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 20.05.2022, 18:00 საათი.

ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.

პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება.

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • ენა: ქართული/რუსული/ინგლისური.
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასწარმოქმნის მექანიზმი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

შესაძლებელია მითითებული მოდელების ალტერნატიული ვარიანტების შემოთავაზებაც. კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: 

  • შემოთავაზებული პროდუქციის ღირებულება;
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • მოწოდების ვადები და პირობები;
  • შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის სერთიფიკატი;
  • შემოთავაზებული პროდუქციის დეტალური ტექნიკური მახასიათებლები; ✓საგარანტიო პირობები; 
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
  • რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის. 

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის. 
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში No1. 
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com

საკონტაქტო ინფორმაცია:
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პროცედურების მართვის სპეციალისტი: ლილე პირველი
Т +995 579 552 051

ტენდერის კატეგორია:

  • 38500000 საკონტროლო და გამოსაცდელი აპარატურა
  • 42900000 სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები
  • 44300000 კაბელები, მავთულები და მათთან დაკავშირებული მასალები