ჩაბარების ვადა:
1 ივნისი 2022, 16:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T13154 - ტენდერი ყულევის პორტის აკვატორიაში ჩაძირული გემის ამოღების სამუშაოებზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
შპს „შავი ზღვის ტერმინალი“ აცხადებს ტენდერს ყულევის პორტის აკვატორიაში ჩაძირული გემის ამოღებაზე.
პირველადი ინფორმაცია:
- გემი ჩაიძირა ყულევის პორტიდან დაახლოებით 400 მ მანძილზე 5-10 მეტრ სიღრმეში. ამოსაღები ნარჩენების საერთო წონა შეადგენს დაახლოებით 400-450 ტონას.
ჩაძირული გემის მდგომარეობა:
- ნახევრად ჩაძირული გემის ფსკერში
- ჩაძირვის წელი: 2008
- მდებარეობა: პორტიდან დაახლოებით 400 მ მანძილზე
- დარჩენილი ნაწილები: გემის საერთო წონის 15-25%
გთხოვთ, ქვემოთ იხილოთ რამოდენიმე მოთხოვნა. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდით ტერმინალს: 577 29 88 02
ამოღების მეთოდი:
- კონტრაქტორის მიერ წყალქვეშა შემოწმების საფუძველზე მომზადებული მეთოდის მიხედვით.
შესასრულებელი სამუშაო:
- ჩაძირული ნარჩენების სრული ამოღება, მათ შორის ზღვის ფსკერში არსებული და ფსკერს ზემოთ დარჩენილი ნაწილების ამოღება კონტრაქტორის მიერ მოწოდებული სამუშაოების მეთოდის შესაბამისად და დამკვეთის სრული კმაყოფილებით.
- კონტრაქტორის ხარჯითა და რისკით ჩაძირული ნარჩენების ამოება და დამკვეთის მიერ მითითებულ ადგილამდე ტრანსპორტირება.
- ადგილმდებარეობის ნარჩენებისაგან და გემის ნაწილებისაგან სრული გაწმენდა.
აღჭურვილობა და მექანიზმები:
- უნდა იქნეს მოწოდებული კონტრაქტორის მიერ. უნდა იყოს სერთიფიცირებული ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ჩაძირული ნარჩენების ამოღებაში ჩართული პერსონალი სერთიფიცირებული და კვალიფიციური უნდა იყოს ნარჩენების ამოღების ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად.
სხვა მოთხოვნები:
- კონტრაქტორმა უნდა შეიმუშაოს სამუშაოების შესრულების პროექტი, თითოეული ეტაპის ზუსტი აღწერით.
- სამუშაოები უნდა შესრულდეს დამკვეთთან და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით.
- სამუშაოების წარმოება უნდა განხორციელდეს ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი მოთხოვნების, ასევე საკანონმდებლო და სხვა მოთხოვნების დაცვით.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 31 მაისი, 15:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ: dmaia@bst.socar.az; n.tepania@bst.socar.az;
ტენდერის კატეგორია:
- 63700000 სახმელეთო, წყლისა და საჰაერო ტრანსპორტის დამხმარე მომსახურებები