ჩაბარების ვადა:

1 მაისი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1317 - ტენდერი ტაქსო პარკის დაზღვევაზე

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია „ვესტ საიდ ჯგუფი“ აცხადებს ტენდერს მის საკუთრებაში არსებული ტაქსო პარკის დაზღვევაზე.

ხელშეკრულების ვასის მინიმალური ხანგრძლივობა 1 წელი.

დაზღვეული ავტო მაქანები (Renault logan/Dacia), მინიმალური სადაზღვევო ერთეული ერთეული 60 ავტომობილი(ტაქსი)

ტენდერში მონაწილე სადაზღვევო კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი აუცილებელი პირობები მათ მიერ წარმოდგენილ შემოთავაზებებში:

აუცილებელი პირობა:

  • სადაზღვევო რისკები, კერძოდ: ავტოტრანსპორტისათვის გარეგანი ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება, დაზღვევის საგნის გატაცება, ხანძარი, წყალდიდობა, აფეთქება, მიწისძვრა, შტორმი, ქარიშხალი, სეტყვა, მეხის დაცემა, ნიადაგის ჩამოშლა, მეწყერი, უხვთოვლიანობა, წყალგაყვანილობის სისტემის მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლა მათ შორის ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა და მათი მცდელობა, მესამე მხარის მიერ განზრახ მიყენებული ზიანი, სატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანი.
  • სამოქალაქო პასუხისმგებლობა მესამე პირთა წინაშე.
  • ავტომანქანების შეკეთება ასევე ავტონაწილების შეძენა. მოხდეს კომპანიის ტერიტორიაზე არსებულ ავტოსერვისში

კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • თქვენს მიერ შემოთავაზებულ პროდუქტზე სრულად შევსებული დოკუმენტი;
  • ხარჯების ანაზღაურების პირობები, საჭირო დოკუმენტები და პროცედურა;
  • გამონაკლისების დეტალური სია - რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას;
  • სადაზღვევო ანგარიშსწორების პირობები;
  • სადაზღვევო პრემია;
  • ფრანშიზა;
  • ავტოტრანსპორტის სრული დაზიანება (განადგურება);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, სრული დოკუმეტაცია კომპანიის შესახებ.

ფასები მოწოდებული უნდა იყოს ლარში ან დოლარში (იმდროისათვის არსებული კურსით)

ტენდერის ჩაბარების პირობები:

გთხოვთ, სატენდერო განაცხადი მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: გმირთა მოედანი 1 (თბილისის ცირკის ადმინისტრაციული შენობა). წინადადების მიღების ბოლო ვადაა - 2016 წლის 1 მაისი (18:00 საათი).

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 
მაია ქართველიშვილი 
ტელ: 599877554.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ