ჩაბარების ვადა:

31 მაისი 2022, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T13173 - ტენდერი ქ. თბილისში ილია ჭავჭავაძის გამზ. 75 აქსისი მისამართზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლისთვის მომსახურების გაწევაზე

ტენდერის აღწერილობა:

მობინადრეთა საინიციატივო ჯგუფი (განმცხადებელი) იწვევს შესაბამისი პროფილის კვალიფიციურ კომპანიებს ან მეწარმეებს, რათა დაიდოს ხელშეკრულება ქ. თბილისში ილია ჭავჭავაძის გამზ. 75 აქსისი მისამართზე (საკადასტრო კოდი - 01.14.07.007.045.01.01.020) მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლისთვის მომსახურების გაწევაზე.

ძირითადი დებულებები:

  • სახლი, რომლის მშენებლობის ძირითადი ნაწილი დასრულდა 2015 წელს და ტენდერის დროისთვის იმყოფება ექსპლუატაციაში გადაცემის რეჟიმში, საჭიროებს ტექნიკურ და სასერვისო მომსახურებას რომლის სრული ჩამონათვალი განსაზღვრულია 2016-2022 წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილების საფუძველზე და მოცემულია დანართებში.
  • შერჩეულმა კომპანიამ უნდა ორგანიზაცია გაუწიოს სახლის უსაფრთხო და შეუფერხებელ ექსპლუატაციას. მოახდინოს დანართებში ჩამოთვლილი და კომპანიის შეხედულებით სხვა საჭირო მომსახურების განფასება, განსაზღვროს სამართლიანი ტარიფები თითოეული ბინისთვის, დადოს ხელშეკრულებები მაცხოვრებლებთან და გარე კონტრაქტორებთან,
  • კომპანიამ ასევე უნდა უზრუნველყოს მაცხოვრებელთაგან მომსახურების გასაწევად აუცილებელი თანხების მობილიზაცია.
  • მაცხოვრებელთა საერთო კრების მიერ შერჩეული კომპანიის და ტარიფების დამტკიცების შემდეგ კომპანიამ უნდა დადოს ხელშეკრულება მოსახლეთა ამხანაგობასთან ან ამხანაგობის არარსებობის შემთხვევაში ინდივიდუალური შეთანხმებები თითოეულ მოსახლესთან დამტკიცებული ტარიფის და პირობების მიხედვით.

ინფორმაცია ტენდერის პირობების შესახებ:

შემდეგი დანართები წარმოადგენს ამ ტენდერის განუყოფელ ნაწილს:

  • დანართი A: სასერვისო მომსახურების სრული ჩამონათვალი და პირობები (TOR)
  • დანართი B: სახლის ძირითადი პარამეტრები

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ყველაზე დაბალი ტარიფი არ წარმოადგენს მომსახურების შეძენის ვალდებულებას, რადგან კონტრაქტორის შერჩევა დამოკიდებული იქნება მოწოდებული შეთავაზების შინაარსზე, რეალურ მოთხოვნებზე და ხელმისაწვდომ სახსრებზე.

მოთხოვნები დაზუსტებისთვის:

  • პრეტენდენტებს შეუძლიათ დაათვალიერონ ობიექტი გამომცხადებლის წარმომადგენელთან შეთანხმებით.
  • თუ პრეტენდენტებმა მოითხოვეს რაიმე განმარტება ან რაიმე შეკითხვა წინამდებარე მიწვევასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტაზე: saelcho2022@gmail.com ან ტელეფონზე 551595217
  • განმარტებების/კითხვების მიღების ბოლო ვადაა 27.05.2022 17:00 საათი. ყველა კითხვა სასურველია იყოს კონკრეტული და მოკლედ ფორმულირებული. ნებისმიერ კითხვაზე პასუხი შეიძლება იქნეს დაკოპირებული ყველა პრეტენდენტზე ერთდროულად.

შეთავაზება სასურველია მომზადებული იქნას pdf ფორმატში ოფიციალური წერილის ან პრეზენტაციის სახით და იყოს წარმოდგენილი მოკლედ და სტრუქტურირებული ქვემოთ მოცემული თანმიმდევრობით, რათა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • კომპანიის აღწერა და ექსპერტიზის სფერო
  • კომპანიის პროფილი და კვალიფიკაცია სასურველ სფროში
  • თქვენი ორგანიზაციის შესაძლებლობების აღწერა მომსახურების გაწევისთვის;
  • ამ სერვისების მიწოდების გამოცდილება; მსგავსი და წარმატებით დასრულებული პროექტები;
  • რეგისტრაციის მოწმობა (ან ექვივალენტი დოკუმენტი)
  • დაარსების წელი, მისამართი და საკონტაქტო პირი;
  • თუ მრავალადგილიანი კომპანია, მიუთითეთ სათაო ოფისის ადგილმდებარეობა;
  • აღწერილობითი მასალა, როგორიცაა ამონაწერები, აღწერილობები და სხვა საჭირო ინფორმაცია, რომელიც, პრეტენდენტის აზრით, გაზრდის მისი შეთავაზების გაგებას.

შეთავაზება ძალაში რჩება 30 დღის განმავლობაში ტენდერის დახურვის თარიღიდან.

ნებისმიერი წინადადება, რომელიც მიღებულია ამ თარიღის შემდეგ ან გაგზავნილი სხვა მისამართზე, შეიძლება უარყოფილი იქნას.

მნიშვნელოვანი:

  • განმცხადებელი ვერ იქნება პასუხისმგებელი ნებისმიერი ინფორმაციის მოძიებაზე ან დაცვაზე, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული ტენდერში. შესაბამისად, საკმარისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად პრეტენდენტმა, როგორც სატენდერო წინადადების ნაწილი, უნდა მიაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს კომპანიის არსებითი სანდოობის, ფინანსური და მენეჯერული შესაძლებლობების შეფასებას მომსახურების გაწევისთვის.

შეთავაზების მიღება:

  • განმცხადებელს შეუძლია, თავისი შეხედულებისამებრ, გააგრძელოს სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადა, რის შესახებ წერილობით ეცნობება ყველა პოტენციურ მიმწოდებელს. ვადის გახანგრძლივება შეიძლება მოხდეს საინიციატივო ჯგუფის მიერ საკუთარი ინიციატივით ან პერსპექტიული მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილი დაზუსტების საპასუხოდ მომზადებული დოკუმენტების ცვლილების გამო.
  • მობინადრეთა საერთო კრება იტოვებს უფლებას მიიღოს თქვენი წინადადება მთლიანად ან ნაწილობრივ და შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ გაზარდოს ან შეამციროს შემოთავაზებული ხელშეკრულების პირობები. კონტრაქტის ხანგრძლივობა, მისი ზრდა ან შემცირება მოლაპარაკებული იქნება წარმატებულ პრეტენდენტთან.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არ არსებობს ვალდებულება შერჩეული იქნას ფირმა, რომელიც წარადგენს ყველაზე დაბალ ფასს.

ვალუტა და გადახდის პირობები:

  • ნებისმიერი ხელშეკრულება მომზადებული და შესრულებული უნდა იყოს ქართულ ლარში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 31.05.2022, 15:00 სთ.
  • გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი შეთავაზება მოწოდებულ დანართებში მითითებული პირობების გათვალისწინებით ელექტრონულად მისამართზე saelcho2022@gmail.com ან მოგვაწოდოთ პირადად წინასწარი შეთანხმებით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
დავით ბერელაშვილი
მობ: 599555216

ტენდერის კატეგორია:

  • 98300000 სხვადასხვა მომსახურება