ჩაბარების ვადა:

31 მაისი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T13176 - ფასთა გამოკითხვა მილსადენის გადატანის პროექტის სატენდერო მხარდაჭერასა და ტექნიკურ ზედამხედველობაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

RMG Auramine აცხადებს ფასთა გამოკითხვას მილსადენის გადატანის პროექტის სატენდერო მხარდაჭერასა და ტექნიკურ ზედამხედველობაზე.

  • მომსახურების საგანი - ყარაბულაღი - კაზრეთის წყალსადენის გადატანის პროექტის ტექნიკური ზედამხედველობა და სატენდერო მხარდაჭერა.
  • ტექნიკური დავალება - იხ. დანართი No 2.
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 31.05.2022, 18:00 საათი.

ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი
პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.

ყარაბულაღი-კაზრეთის წყალსადენის გადატანის პროექტის ტექნიკური ზედამხედველობა მოიცავს:

  • სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება.
  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტთა ტექნიკური შეფასება.
  • RMG Auramine - ის საკონსულტაციო მხარდაჭერა ხელშეკრულების გაფორმების პროცესში.
  • პროექტის მიხედვით კონტრაქტორის სამუშაოს მოცულობისა და ხარისხის კონტროლი.
  • სამუშაო პროცესში ცვლილებების კოორდინაცია.
  • წყალსადენის UWSCG-სთვის გადაცემის პროცესის ხელმძღვანელობა.

პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება. მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • ენა: ქართული/რუსული/ინგლისური.
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასწარმოქმნის მექანიზმი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • მომსახურების ღირებულება;
  • ანგარიშსწორების პირობა;
  • მომსახურების განხორციელების ვადა;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
  • რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ;

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში No 1.
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com  

საკონტაქტო ინფორმაცია:
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პროცედურების მართვის სპეციალისტი:
ლილე პირველი
Т
+995 579 552 051
E-mail:
Lpirveli@richmetalsgroup.com

ტექნიკურ საკითხვებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი :
ბორის ლიპატოვი
Т
+995 591 086 724
E-mail:
BLipatov@richmetalsgroup.com 

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები