3 ივნისი 2022, 16:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T13184 - ტენდერი ტრანსფორმატორის და ელექტრო დამხმარე მასალების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დარჩი“ (ს/ნ 406107047) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ტრანსფორმატორის და ელექტრო დამხმარე მასალების შესყიდვაზე.
- ლოტი N1: ტრანსფორმატორის შესყიდვა - საჭიროა 6,3/0,4 კვ-ის დახურული გამანაწილებელი მოწყობილობა, სადაც დამონტაჟებული იქნება 400 კვა-ის ძალოვანი ტრანსფორმატორი, თავსებადი 2 ცალი 6,3 და 0,4 კვ-ის უჯრედებით. ლოტი N1 ასევე მოიცავს ტრანსპორტირებას, გადმოტვირთვას, ფუნდამენტის მოწოდებას და დადგმას. წინასწარ მოწოდებული უნდა იქნას ფუნდამენტის ნახაზი.
- ლოტი N2: ელექტრო დამხმარე მასალების შესყიდვა - დანართი N1-ის შესაბამისად.
ტრანფორმატორის და ელექტრო დამხმარე მასალების შესყიდვა უნდა მოხდეს დანართი N1-ში მოცემული ჩამონათვალის და რაოდენობის შესაბამისად.
შენიშვნა: პრეტენდენტმა შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს ტენდერის ერთ-ერთ ან ორივე ნაწილში.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფაილში და ხელმოწერილ დამოწმებულ.pdf გაფართოებით ფორმატში.
საქონლის მიწოდების ადგილი - შპს „დარჩი“, სოფელი ლუხი, ხაიშის თემი, მესტიის მუნიციპალიტეტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი.
ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების მიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.
წინადადების მიწოდების საბოლოო ვადაა: 2022 წლის 01 ივნისი, 18:00 საათი.
წინადადების წარმოდგენის ფორმა: ქართულ ენაზე, ელექტრონული ფორმით.
შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე, დახურული კონვერტის პრინციპით.
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 3 ივნისი, 16:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტექნიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი:
საკონტაქტო პირი: ჯიბო იმნაძე
ტელ: 591 05 91 66
შესყიდვების დეპარტამენტის წარმომადგენელი:
საკონტაქტო პირი: ნინო მურაჩაშვილი
მის.: თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: nmurachashvili@grpc.ge
ტელ: 577 35 00 96
ტენდერის კატეგორია:
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები