ჩაბარების ვადა:

1 ივნისი 2022, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T13186 - ტენდერი ხის სახლის მშენებლობაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს “პროკრედიტ ბანკი” განვითარებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკია, რომელიც საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს მცირე და საშუალო საწარმოებსა და ფიზიკურ პირებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პარტნიორობა და საბანკო მომსახურების მიღება ელექტორნული სერვისების გამოყენებით.  

„პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. 

„პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. ჯგუფის დამფუძნებელია პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

სს პროკრედიტ ბანკი აცხადებს ტენდერს ხის სახლის მშენებლობაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

  • ხის - ერთსართულიანი სახლის მშენებლობა. 

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • სააპლიკაციო ფორმა;
  • ფასების ცხრილი (სმეტა);
  • ასაშენებელი ხის სახლის რენდერი;
  • NDA (ინფორმაციის არ გამჟღავნების ფორმა);

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • ფასები თანდართული ცხრილის მიხედვით.
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა;
  • ამონაწერი კრედიტ ინფოდან;

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

შენიშვნა: მოცემულ საბუთებში არ არის წარმოდგენილი ხის სახლის ასაშენებლად აუცილებელი დოკუმენტაცია, რომელიც გამოგეგზავნებათ დაინტერესებისა და მხოლოდ NDA-ის (ინფორმაციის არ გამჟღავნების ფორმა) ხელმოწერის შემდეგ. 

ბანკი სამშენებლო კომპანიის შერჩევისას ყურადღებას გაამახვილებს მათ ეკო და გარემოსდაცვით მიმართულებაზე. 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 1 ივნისი 2022 წელი 16:00 საათამდე
  • სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და განათავსეთ ბანკის პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში
  • ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, პროკრედიტ ბანკის საიტზე (www.procreditbank.ge) გაიაროს რეგისტრაცია (დაადასტუროს ტენდერში მონაწილეობის მიღება).

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ფატიმა აქუბარდია
შესყიდვების ქვეგანყოფილების  სპეციალისტი 
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21,  თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1578), 
E-mail: geo.tenders@procredit-group.com

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებთ გთხოვთ მიმართოთ:
გიორგი ვადაჭკორია
ადმინისტრაციული ქვეგანყოფილების უფროსი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”,
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1860) 
E-mail: George.Vadachkoria@procredit-group.com

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები