ჩაბარების ვადა:
2 ივნისი 2022, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT13238 - ტენდერი სამისამართო ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის დამონტაჟების თაობაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,ლუკოილ-ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს სამისამართო ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის დამონტაჟების თაობაზე.
ტენდერის პირობები:
თავი I. საერთო დებულებები
- სამუშაოები უნდა განხორციელდეს კომპანიის მიერ, რომელსაც აქვს ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება.
ტიპიური კომპლექტაცია:
- მართვის პანელი;
- დეტექტორები ობიექტის კონფიგურაციის მიხედვით;
- 2-ხმოვანი სირენა ობიექტზე;
- სინათლის სიგნალიზაცია;
- მიმართულების მაჩვენებლები.
თავი II. სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
კომპანიის (პრეტედენტის) შესახებ ინფორმაციას:
- აუცილებელი პირობა - მონაწილე აუცილებლად უნდა იყოს კომპანია- რეზიდენტი;
- კომპანიის სრული დასახელება;
- იურიდიული მისამართი;
- ფაქტიური მისამართი;
- ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა;
- საკონტაქტო პირი;
- საბანკო რეკვიზიტები;
- კომპანიის ხელმძღვანელ(ებ)ის მონაცემები;
- მსგავსი მომსახურების გაწევის გამოცდილების შესახებ მონაცემები;
- სერტიფიკატი ან დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ტენდერში მონაწილეს აქვს უფლება გასწიოს მსგავსი ტიპის მოსმახურება.
- კომერციული წინადადების ღირებულება მოცემული უნდა იყოს ლარში. სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს ყოველი ობიექტისთვის შესასრულებელი სამუშაოს კალკულაციას.
საკვალიფიკაციო დოკუმენტები ტენდერში მონაწილეობისთვის წარსადგენად:
- პრეტედენტის მონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- შესაბამისი ორგანოების შეტყობინება ლიკვიდაცია-რეორგანიზაციის პროცესის არ არსებობის შესახებ;
- საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების არ არსებობის შესახებ ცნობა;
- მსგავსი მომსახურებებისა შესახებ ინფორმაცია;
- ტენდერის მონაწილის ინსტრუქცია - ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი;
სატენდერო წინადადება:
- ტენდერში მონაწილის კომერციული განცხადება უნდა შეცავდეს ტექნიკური დავალების შესასრულებლად აუცილებელი ყველა მასალისა და სამუშაოს ღირებულებას, დღგ-ს ჩათვით, ლარში.
სატენდერო პროცედურები: ტენდერი ჩატარდება ღია ფორმით.
- ტენდერის თარიღი - 03 ივნისი 2022 წელი, 15:00. ჩატარების ფორმატი - zoom-ის კონფერენციის საშუალებით.
- ტენდერის ჩატარების ადგილი - თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გოთუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, შპ ს,,ლუკოილ-ჯორჯია“-ს ოფისი.
- ტენდერის მონაწილეებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტებში 2022 წლის 02 ივნისისა 12:00 საათამდე. მონაწილის კონვერტები წარმოდგენილი უნდა იყოს პრეტედენტის ინსტრუქციის 12.3 მუხლის შესაბამისად. კონვერტზე მითითებული უნდა იყოს მონაწილის სახელი და მასალა, რომელიც მოთავსებულია კონვერტში.
- კონვერტები მონაწილეთა მიერ წარდგენილი უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გოთუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, შპ ს,,ლუკოილ-ჯორჯია“-ს ოფისი.
- ვაჭრობაში მონაწილეობს ორგანისაზიის-პრეტედენტის არაუმეტეს 2 წარმომადგენელი.
- კონვერტები კომეციული წინადადებებით იქნება გახსნილი ტენდერის დროს, რომლის შემდეგაც გაიმართება ვაჭრობა პრეტედენტებს შორის.
განსაკუთრებული პირობები:
- ხელშეკრულება გაფორმდება ტენდერის იმ მონაწილესთან, რომელიც სრულად აკმაყოფილებს სატენდერო კომისიის მოთხოვნებს.
- გამარჯვებულთან ხელშეკრულება გაფორმდება არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა ღია ვაჭრობის დასრულებიდან და საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებიდან.
- თუ წინადადება, რომელიც ტენდერის მონაწილემ წარმოადგინა, იქნება არასწორი ან არასრული, მოხდება ამ მონაწილის დისკვალიფიკაცია.
- წინადადების განხილვის დროს კომისია უფლებას იტოვებს მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია აუცილებლობის შემთხვევაში. კონკურსის მონაწილის მიერ დამატებითი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში , მოხდება მისი დისკვალიფიკაცია.
- კომპანია არ აგებს პასუხს ხარჯებზე, რომლებიც გაწეულ იქნა ვაჭრობის პროცესში მონაწილის მიერ, იმიდა მიუხედავად გაფორმდება თუ არა ამ მონაწილესთან ხელშეკრულება.
- კომპანია არ არის ვალდებული გააკეთოს თავისი გადაწყვეტილების ახსნა-განმარტება მონაწილეებისათვის ტენდერის ჩაშლის ან საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე.
- შპს ,,ლუკოილ-ჯორჯია“ არ იღებს ვალდებულებას, რომ დადებს ხელშეკრულებას ტენდერის რომელიმე მონაწილესთან.
საკონტაქტო პირი:
გიორგი სიმონიშვილი
მობ: + 995 599 749 922
ტენდერის კატეგორია:
- 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები