ჩაბარების ვადა:

10 ივნისი 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T13239 - Procurement of 4X4 Hybrid SUV car

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში. 

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ ავტომანქანა საქართველოში რეგისტრირებული კომპანიისგან, თანდართულ ტექნიკური სპეციფიკაციების შესაბამისად. (იხ. დანართი 1) 

ინტერესის შემთხვევაში გთხოვთ 10.06.2022 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, დახურულ კონვერტში, შემდეგ მისამართზე:

GIZ-ის თბილისის ოფისი 
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა 0108 თბილისი, III სართული 

დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.

გთხოვთ შემოთავაზება მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე, ეროვნულ ვალუტაში. სხვა ვალუტაში წარმოდგენილი შემოთავაზებები არ მიიღება. 

შეთავაზება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს: 

ნაწილი 1 - საფასო შემოთავაზება, სადაც მითითებულია შეთავაზებული ავტომობილის ფასი 
ნაწილი 2 - შემოთავაზებული ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები 
ნაწილი 3 - დამატებითი დოკუმენტები: 

  • ხელმოწერილი ახსნა-განმარტების ნიმუშის ქართული და ინგლისური ვერსია ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების საკითხზე (დანართი 3) 
  • სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან პრეტენდენტის ამონაწერი
  • ინფორმაცია პირდაპირ მომწოდებელ(ებ)ზე (კომპანიის დასახელება, მფლობელ(ებ)ის სახელი)
  • წარმოშობის სერთიფიკატი 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სსკ–ს 172-ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს. გთხოვთ შეთავაზებაში მუთითოთ ფასი განბაჟების გარეშე. 

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი: 

  • ფირმის სრული სახელწოდება
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი)
  • ფირმის მისამართი
  • ტენდერის დასახელება - “Procurement of 4X4 Hybrid SUV car
  • წარწერა ,,კონფიდენციალურია“
  • გთხოვთ მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.
  • მიუთითეთ შემდეგი მისამართი: GIZ-ის თბილისის ოფისი, რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა, 0108 თბილისი
  • პროექტის ნომერი: 19.2204.6-013.00
  • ტენდერის ნომერი: 91161947 

გთხოვთ შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერა.

შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს:

  • შეკვეთის შესრულების ვადები
  • შემოთავაზების მოქმედების ვადა

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებითრომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. 

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული. 

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დასრულდება 24.06.2022-სთვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიასთან. 

ტენდერის კატეგორია:

  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები