ჩაბარების ვადა:

31 მაისი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T13243 - ტენდერი ტურისტული მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ააიპ ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი აცხადებს ტენდერს ტურისტული მომსახურების შესყიდვაზე.

ტენდერი ცხადდება პროექტის „PRO EXTOUR: კულტურასა და მემკვიდრეობაზე დაფუძნებული გამოცდილებითი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში” (BSB -1145) ფარგლებში

წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტი არის ტურისტული მომსახურების შესყიდვა, ცენტრის საჭიროებების მიხედვით:

  • ავიაბილეთების დაჯავშნა/შესყიდვა;
  • ავიაბილეთის დაზღვევა;
  • სასტუმროების დაჯავშნა (საქართველო/საზღვარგარეთ)/შესყიდვა;
  • სხვა სატრანსპორტო საშუალებების ბილეთების დაჯავშნა/შესყიდვა;
  • დამატებითი ალტერნატივის სახით საჭიროების შემთხვევაში Booking.com ვებ-გვერდის საშუალებით დაჯავშნის შესაძლებლობა; 
  • სამოგზაურო დოკუმენტების ადგილზე მიწოდება;
  • მოქნილი სამუშაო დროის გრაფიკი და გადაუდებელი სიტუაციის დროს (მაგ: რეისის გაუქმება, და ა.შ) კომპანიასთან დაკავშირების შესაძლებლობა არასამუშაო საათებში
  • ანგარიშსწორების ვადა ინვოისის მიღებიდან 10 სამუშაო დღე
  • 1 პერსონალური მომსახურე მენეჯერის/ოპერატორის (საჭიროების შემთხვევაში რაოდენობის გაზრდა, მოთხოვნების რაოდენობებიდან გამომდინარე);
  • გაუთვალისწინებელ შემთხვევებში ავიაკომპანიასთან მოლაპარაკების წარმოება.

მგზავრობის მიმართულებები: 

  • თბილისი/ქუთაისი - თესალონიკი - თბილისი/ქუთაისი 
  • თბილისი - ვარნა - თბილისი
  • თბილისი - ერევანი - თბილისი 

პროცესის აღწერა: 

ცენტრიდან მოთხოვნა კეთდება 1 ან 2 უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ელექტრონული ფორმით (მეილის საშუალებით).

  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმოს კონტრაქტი გამოსაცდელი ვადით 1-დან 3 თვემდე, საჭიროების მიხედვით.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • ფასების მოწოდება; 
  • წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში; 

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

გამარჯვებულის გამოვლენა:

  • სატენდერო კომიტეტი განიხილავს წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
  • ფასი
  • მომსახურების ხარისხი
  • მოქნილობა

მიმწოდებელმა საჭიროა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია კომპანიის ტიტულიან ფურცელზე;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ მოკლე ინფორმაცია;

დამატებითი ინფორმაცია:

  • შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება;
  • მოთხოვნილი დოკუმენტაციის არასრულყოფილად მოწოდების შემთხვევაში, შემსყიდველი იტოვებს უფლებას მოახდინოს პრეტენდენტი კომპანიის დისკვალიფიკაცია!

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 31 მაისი, 18:00 საათი.

სატენდერო დოკუმენტაციის წარმოდგენის ფორმა და ადგილი:

  • სატედენდერო წინადადება ყველა ზემოთ ხსენებულ დოკუმენტაციასთან ერთად გამოგზავნილი უნდა იქნას შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართებზე: giorgi@gaccgeorgia.org და natiat@gaccgeorgia.org არა უგვიანეს 2022 წლის 31 მაისისა. 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: giorgi@gaccgeorgia.org; natiat@gaccgeorgia.org; ან დაგვირეკოთ ოფისის ტელეფონზე 995 32 2931335 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე.

ტენდერის კატეგორია:

  • 63500000 ტურისტული სააგენტოების, ტუროპერატორებისა და ტურისტების დახმარების მომსახურებები

დოკუმენტაცია