ჩაბარების ვადა:

3 ივნისი 2022, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T13254 - ტენდერი პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს არომაკო აცხადებს ტენდერს პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვაზე.

ინფორმაცია საქმიანობის შესახებ:

შპს არომაკოს საქმიანობას წარმოადგენს არომა მარკეტინგი, რაც გულისხმობს სხვადასხვა დაწესებულებებისთვის მომხმარებლის გემოვნებით შერჩეული სურნელის გამაფრქვეველი აპარატების დროებით სარგებლობაში გადაცემას. შპს არომაკო ყოველთვიურად უზრუნველყოფს გადაცემული აპარატების სურნელოვანი ზეთებით შევსებას და ყველა საჭირო ტექნიკურ მომსახურებას, რის სანაცვლოდაც იღებს ყოველთვიურ ფიქსირებულ ანაზღაურებას (სარგებლობაში გადაცემული აპარატების რაოდენობის მიხედვით) ; გარდა ამისა შემოსავლის წყაროს წარმოადგენს სურნელის გამაფრქვეველი პროდუქტების საცალო რეალიზაცია.

საოპერაციო პროგრამისთვის საჭიროა შემდეგი ძირითადი მოდულები:
შემოსავლების აღიარების მოდული

  • კომპანია შემოსავალს აგენერირებს 2 სახით. პირველი - ყოველთვიური მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი ; მეორე - საცალო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი. 
  • ყოველთვიური მომსახურებისას  ფორმდება ხელშეკრულებები, ყოველთვიური ფიქსირებულ თანხით . პროგრამას საშუალება უნდა ქონდეს დაემატოს ყოველი ახალი მომხმარებელი(კლიენტი), თავისი ყოველთვიური გადასახდელი ბიუჯეტით, კომპანიის მონაცემებით. ასევე, საჭიროების შემთხვევაში დაკორექტირდეს უკვე დამატებული მომხმარებლის მონაცემები/ბიუჯეტი,  რაც საბოლოოდ ფინანსურ მოდულში დააგენერირებს თვის მანძილზე „გაწეული მომსახურების ჯამურ ღირებულებას“. 
  • (მაგ: შპს არომაკო და “კომპანია X” 15 მარტს აფორმებს ახალი კონტრაქტს - 500 ლარის ღირებულების; შესაბამისად მარტის თვის მისაღები შემოსავალი შეადგენს - 250 ლარს (ნახევარი თვე) ; აპრილის თვის - 500 ლარს (სრული თვე) და ა.შ; თუ კომპანია X ზრდის მომსახურების მოცულობას 15 მაისს -250 ლარის მოცულობით, პროგრამაში უნდა მოხდეს შესაბამისი დამატების განხორციელება და მაისის თვის შემოსავალი უნდა დააგენერიროს 500 + 250/2 = 625 ლარი ; ივნისი -750 ლარი და ა.შ)
  • ამასთანავე ფინანსურ მოდულში უნდა გამოჩნდეს მისაღები და მიღებული (ჩარიცხული) თანხები. (მაგ: თუ კომპანია X-ის მიერ მარტის თვის ბოლოს ჩარიცხული არ არის 250 ლარი, უნდა ჩანდეს რომ აქვს დავალიანება 250 ლარის მოცულობით. სასურველია პროგრამას საშუალება ქონდეს მიებას ბანკის ამონაწერი, რომ მანუალურად არ მოხდეს ჩარიცხული თანხების პროგრამაში შეყვანა. ამასთანავე პროგრამიდან ყოველი თვის ბოლოს უნდა გაკეთდეს ყოველთვიური მისაღები თახნების ინვოისები, სათითაოდ ყველა კონტრაქტორზე. (ასევე სასურველია შემოსავლების სამსახურის პორტალზე www.rs.ge მოხდეს ყოველთვიური მომსახურების ფაქტურების ავტომატური გენერირება)
  • საცალო რეალიზაცია არის ერთჯერადი გაყიდვის ოპერაცია, რომელიც საოპერაციო პროგრამაში უნდა აისახოს გაყიდვის თარიღით, გასაყიდი ფასით და დაგენერირდეს ამავე თვის შემოსავალში. 

საწყობის მოდული:

  • შპს არომაკოს საწყობი შედგება რამდენიმე ტიპის პროდუქტისგან: პირველი - ძირითადი საშუალებები(არომატიზაციის აპარატები), რომელსაც ვიყენებთ ყოველთვიური მომსახურების გაწევისას, ეს ძირითადი საშუალებები ფიზიკურად დევს არომაკოს საწყობში, მანამ სანამ არ დაიდება კონტრაქტი მომხმარებელთან. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ეს ძირითადი საშუალება დროებით სარგებლობაში გადადის დამკვეთთან. ( მაგ: თუ კომპანია X - დაკონტრაქტდა მარტში 500 ლარიანი ყოველთვიური ხელშეკრულებით, რაც გულისხმობდა 2 არომატიზაციის აპარატის დროებით სარგებლობაში გადაცემას, აღნიშნული აპარატები არომაკოს „ცენტრალური საწყობიდან“ - შიდა გადაზიდვით უნდა გადავიდეს და კონტრაქტის დასრულებამდე დარჩეს კომპანია X-ის საწყობზე)
  • საწყობში არსებული მეორე პროდუქტი არის  სახარჯი მარალა - სურნელოვანი ზეთი, რომელიც ყოველთვიურად გადის ცენტრალური საწყობიდან კონტრაქტორების საწყობზე და გასვლისთანავე იხარჯება/ინაშთება. (მაგ: თუ კომპანია X რომელიც 15 მარტს დავაკონტრაქტეთ და დროებით გადავეცით 2 არომატიზაციის აპარატი, აღნიშნული აპარატის ფუნქციონირებისთვის  31 მარტამდე გაიხარჯა 1 ლიტრი სურნელოვანი ზეთი, პროგრამა უნდა ასრულებდეს შემდეგ ოპერაციას: 1 ლიტრი ზეთი ცენტრალური საწყობიდან გადავიდეს კომპანია X-ის საწყობზე და გაინაშთოს/ჩამოიწეროს)

Note: ანალიტიკურ მოდულში შესაძლებელი უნდა იყოს კონკრეტული ხელშეკრულების ფარგლებში ყოველთვიური გახარჯული მასალების რეპორტის ნახვა.

სახელფასო მოდული:

  • საოპერაციო პროგრამაში უნდა არსებობდეს HR მოდული. ჩაიდოს ხელფასის დათვლის ლოგიკები და დააგენერიროს  თითოეული თანამშღომლის ყოველთვიური ხელფასი.
  • დღესდღეობით არომაკოს ფორტფელში წარმოდგენილია 270 კონტრაქტორი , თანამშრომელთა რაოდენობა შეადგენს 15 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 3 ივნისი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქო პირი: გუჯა პარუნაშვილი
მობ: 577000062

ტენდერის კატეგორია:

  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 48100000 პროგრამული უზრუნველყოფის სამრეწველო პაკეტები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    31 მაისი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა