ჩაბარების ვადა:

30 ივნისი 2022, 21:00

სტატუსი:

დასრულებული

T13258 - ტენდერი სხვადასხვა ტიპის ინვენტარის შესყიდვა/მომსახურებაზე (მეფუტკრეობა, ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, IT, სანტექნიკა, კერვა, ხელსაწყოები, მეღვინეობა)

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია. მხოლოდ 6 ლოტის (კერვა) შემოთავაზებები უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 30.06.2021, 21:00 საათისა

ტენდერის აღწერილობა:

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Action Against Hunger(AAH), წარმოადგენს საერთაშორისო ქსელის წევრ ორგანიზაციას და არის აპოლიტკური, არარელიგიური, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც ებრძვის შიმშილს და მის გამომწვევ მიზეზებს მსოფლიოს მასშტაბით. Action Against Hunger 1994 წლიდან მუშაობს სამხრეთ კავკასიაში და ანხორციელებს პროგრამებს სურსათის უსაფრთხოების, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკური და სოფლის განვითარების მიმართულებით.

ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მიერ მხარდაჭერილ პროექტის „ინკლუზიური და თანამონაწილეობითი ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა ახმეტის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში Action Against Hunger - სამხრეთ კავკასიის მისია აცხადებს ტენდერს შემდეგ ლოტებზე:

  • მეფუტკრეობა 
  • ავეჯი 
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკა 
  • IT 
  • სანტექნიკა 
  • კერვა 
  • ხელსაწყოები 
  • მეღვინეობა

მომწოდებლების შერჩევის ძირითადი კრიტერიები იქნება:

  • კონკურენტული ფასი
  • სპეციფიკაციებსა და სტანდარტებთან თანხვედრა
  • ჩაბარების ვადები
  • მასალის ხარისხი
  • მასალების სანდო გზით მიწოდება
  • ფინანსური სტაბილურობა და კრედიტუნარიანობა
  • გადახდის პირობები/მოთხოვნები
  • დადასტურებული საქმიანობა და გამოცდილება
  • გარანტიის პირობები

Action Against Hunger არ არის ვალდებული შეარჩიოს ყველაზე იაფი შემოთავაზება.

დაინტერესებულ განმცხადებლებს შეუძლიათ შემოიტანონ შემოთავაზება, როგორც ყველა ასევე ცალკეულ ლოტზე.

დაინტერესებულ განმცხადებლებს შეუძლიათ შემოიტანონ შემოთავაზება, როგორც ყველა ასევე ცალკეულ ნივთზე.

დასრულებული შემოთავაზებები უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 30.06.2021, 21:00 საათისა (თბილისის დროით) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: procurement@sc.acfspain.org

ფინანსური შემოთავაზება არ უნდა შეიცავდეს დღგ-ს.

ტენდერის კატეგორია:

  • 18300000 ტანსაცმელი
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 39100000 ავეჯი
  • 39700000 საოჯახო ტექნიკა
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 77900000 მეფუტკრეობასთან დაკავშირებული მომსახურებები