ჩაბარების ვადა:

30 მაისი 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T13264 - ტენდერი არქიტექტორ-დიზაინერის მომსახურების შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

ასოციაციასაქართველოს SOS ბავშვთა სოფელიაცხადებს ტენდერს არქიტექტორის და დიზაინერის მოსახურების შესაძენად.

საქმიანობის ძირითადი მიზანი:

  • არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინის პროექტის (რეკონსტრუქციის სრული პაკეტი 3D რენდერებითა და ტექნიკური ნახაზებით) მომზადება.

შენობის ადგილმდებარეობა:

  • . თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N11

შენობის საერთო ფართი:

  • 128.29 2 (გთხოვთ, იხილოთ თანდართული დოკუმენტი, კერძოდ, ფართის აზომვითი ნახაზი)

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ფიზიკურ და იურიდიულ პირ(ებ).

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

სავალდებულო მოთხოვნები:

კონკურსში მონაწილე პირმა/ორგანიზაციამ I ეტაპზე ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ელექტრონული სახით:

  • კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირის/ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ორგანიზაციის შემთხვევაში)
  • ინფორმაცია ბოლო ორი წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების შესრულების შესახებ (სამუშაოთა მოცულობისა და ღირებულებების მითითებებით) შესაბამისი 2 რეკომენდაციით, შესრულებული სამუშაოების ამსახველი ფოტო-მასალით;
  • პროექტში ჩართული პირების/თანამშრომლების სია და მათი კვალიფიკაციის ამსახველი ინფორმაცია.(პორტფოლიო)

ასოციაციასაქართველოს SOS ბავშვთა სოფელიუფლებას იტოვებს მოიწვიოს კომპანიის წარმომადგენელი შეხვედრაზე დეტალების დაზუსტების მიზნით და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ფასისა და სამუშაოს შესრულების ვადის შემოთავაზების მიღება.

შესრულებული სამუშაოს ღირებულების მთლიანი მოცულობის გადახდა მოხდება სრული სამუშაოს შესრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2022 წლის 30 მაისი, 17:00 საათი.
  • განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია ელ-ფოსტაზე: contact@sos-kd.ge
  • გთხოვთ წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ტენდერის დასახელება არქიტექტორ-დიზაინერის მომსახურების შესყიდვა და ორგანიზაციის/ფიზიკური პირის სახელი.

ტენდერის კატეგორია:

  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 79900000 სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები