ჩაბარების ვადა:

3 ივნისი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T13272 - ფასთა გამოკითხვა კლასიფიკატორების სათადარიგო ნაწილების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

Rich Metals Group აცხადებს ფასთა გამოკითხვას კლასიფიკატორების სათადარიგო ნაწილების შესყიდვაზე.

  • შესყიდვის საგანი - კლასიფიკატორების სათადარიგო ნაწილები.
  • მოთხოვნილი პროდუქციის დეტალური აღწერილობა და რაოდენობა იხილეთ დანართში No2.
  • ტექნიკური დავალება იხილეთ დანართში No 3.
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 03.06.2022, 18:00 საათი.

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • ენა: ქართული/რუსული/ინგლისური.
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასწარმოქმნის მექანიზმი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • შემოთავაზებული პროდუქციის ღირებულება;
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • მიწოდების ვადები და პირობები;
  • შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის სერთიფიკატი;
  • შემოთავაზებული პროდუქციის დეტალური ტექნიკური მახასიათებლები;
  • საგარანტიო პირობები;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
  • რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ;

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში No 1. 
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com

საკონტაქტო ინფორმაცია:
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პროცედურების მართვის სპეციალისტი:
ლილე პირველი
Т +995 579 552 051

ტენდერის კატეგორია:

  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები
  • 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები
  • 14700000 ძირითადი ლითონები