ჩაბარების ვადა:
15 ივნისი 2022, 18:00
სტატუსი:
არ შედგა
E
ელ. ტენდერი
T13301 - ტენდერი ქ. თბილისში ტერევერკოს 42-ში მდებარე მშენებარე საოფისე შენობაში და მის პერიმეტრზე ელექტრობის მოწყობაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
"ინტელკომ ჯგუფი" აცხადებს ტენდერს, ქ. თბილისში, ტერევერკოს 42-ში მდებარე მშენებარე საოფისე შენობაში და მის პერიმეტრზე ელექტრობის მოწყობაზე.
ტენდერში მონაწილეობა შეუძლია კომპანიებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
- კომპანია უნდა იყოს არანაკლებ მე-3 კატეგორიის საწარმო 2019 და 2020 წლებში და მისი ფინანსური ანგარიშგება უნდა იძებნებოდეს ვებ გვერდზე: reportal.ge
- კომპანიას ბოლო 3 წლის განმავლობაში შესრულებული უნდა ქონდეს მინიმუმ ერთი მსგავსი პროექტი, რასაც დაადასტურებს ხელშეკრულებით ან რაიმეს სხვა დოკუმენტით.
კონკურსის ძირითადი პირობები:
- პროექტი უნდა განხორციელდეს 3 (სამ) ეტაპად, დანართი N1-ში მოცემულია პროექტის ზოგადი აღწერა.
- წინადადება უნდა მომზადდეს და სამუშაოები შესრულდეს საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.
- წინადადება უნდა მოიცავდეს როგორც ყველა საჭირო მასალას, ასევე ინსტალაციას.
- ფასები მოცემული უნდა იყოს ლარებში, დღგ-ს ჩათვლით.
- წინადადებაში მოცემული უნდა იყოს გამოყენებული მასალების სრული ჩამონათვალი, მწარმოებლის, მოდელის, წარმოშობის ქვეყნის და რაოდენობის მითითებით.
- შეთავაზებულ მასალებს უნდა გააჩნდეთ CE სერტიფიკატები (სერთიფიკატების წარმოდგენა საჭიროა მხოლოდ გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე).
- შეთავაზებული მასალების მწარმოებელი კომპანიის გამოცდილება უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელიწადს.
- წინადადებაში ყოველი ეტაპის შესრულების ვადა და ღირებულება მითითებული უნდა იყოს ცალ-ცალკე.
- კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება არაუგვიანეს 30 ივნისისა.
- გამარჯვებულის გამოვლენისას პროექტის შესრულების ღირებულებას მიენიჭება 80% წონა, ხოლო 5-5% შესრულების ვადას, ავანსის მოთხოვნას, თანამშრომლობის გამოცდილებას და პროექტის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ წინადებებებს.
ხელშეკრულების ძირითადი პირობები:
- ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის და მომსახურების ღირებულების ანაზღაურება მოხდება ეტაპობრივად, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და ანგარიშ-ფაქტურის გამოწერიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში.
- დამკვეთს შეუძლია მოითხოვოს ავანსი ყოველ ეტაპის ან ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, მაქსიმუმ 80%-ის ოდენობით. ასეთ შემთხვევაში, დამკვეთმა შეიძლება მოითხოვოს საბანკო გარანტია, რაც დამოკიდებული იქნება მოთხოვნილი ავანსის ოდენობაზე, შემსრულებლის ფინანსურ მდგომარეობაზე და საქმიანი ურთიერთობის გამოცდილების არსებობაზე.
- შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, შემსრულებელს დაეკისრება პირგასამტეხლო შესაბამისი ეტაპით განსაზღვრული სამუშაოების ღირებულების 0.1%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში დამკვეთს დაერიცხება პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
პროექტის დოკუმენტაციის და ეტაპების შესახებ ინფორმაციის მიღება:
- კონკურსანტი რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნილ კრიტერიუმებს უნდა მიმართოს „ინტელკომ ჯგუფს“ პროექტის დოკუმენტაციის მისაღებად.
- დოკუმენტაციის მისაღებად მიმართვა და კონკურსანტის მოთხოვნების შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდება უნდა მოხდეს ელ-ფოსტაზე: levani@intellcom.net
- „ინტელკომ ჯგუფი“ 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში შეისწავლის კონკურსანტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და მიიღებს გადწყვეტილებას დოკუმენტაციის გადაცემასთან დაკავშირებით.
პროექტის დეტალური ინფორმაცია მოიცავს:
- პროექტის ნახაზებს და განმარტებით ბარათებს.
- განსახორციელებელი 3 (სამი) ეტაპის დეტალურ მონახაზს დამატებითი პირობები და ინფორმაცია პროექტში გარკვეული ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, "ინტელკომ ჯგუფთან" შეთანხმებით შესაძლებელია, რომ მასში შეტანილი იქნას გარკვეული კორექტივები.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 15 ივნისი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ინსპექტირების დროის შეთანხმებისთვის და დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლევან მეტრეველს:
მობ: +995 (32) 2989849 +995 (599) 981779
ელ. ფოსტა: levani@intellcom.net
ტენდერის კატეგორია:
- 65400000 ენერგომომარაგების სხვა წყაროები და ელექტროენერგიის განაწილება
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 65300000 ელექტროენერგიის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები