3 ივნისი 2022, 15:00
სტატუსი:
გაფორმებული
E
ელ. ტენდერი
T13305 - ტენდერი ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტი:
პროდუქტი | რაოდენობა |
ავტომობილი - ფურგუნი (გარანტირებული) | 6 |
ავტომობილი - ფურგუნი (სავარაუდო) | 2 |
მახასიათებლები:
ძირითადი მოთხოვნები: | |
ძარის ტიპი | ფურგუნი, უკან დახურული, შუშების გარეშე. (გადაღობვა სამგზავრო და სატვირთო არეს შორის) |
ძრავი | 1.3 მ3 ან მეტი, (დიზელი) 1.3-2 მ3 (ბენზინი) |
საწვავის ტიპი | სასურველია დიზელი |
გადაცემათა კოლოფი |
მექანიკური |
ტვირთამწეობა | 500 კგ-დან ზევით |
კარის განლაგება | უკან |
ფერი | თეთრი (სასურველია) |
გაბარიტები | სიგრძე არაუმეტეს 4.5 მ. |
საჭის მდებარეობა | მარცხენა |
დამატებითი მოთხოვნები: | |
კონდიციონერი | სავალდებულოა |
ცენტრალური საკეტი | სავალდებულოა |
სალონის ფეხსაგები ხალიჩა (რეზინა) | 1 კომპლექტი |
წინა და უკანა პარკინგ სენსორები | სავალდებულოა |
უკანა ხედვის კამერა მონიტორით | სავალდებულოა |
გარანტია: 5 წელი ულიმიტო | ან 150000 კმ. |
ავტომობილის საგარანტიო პერიოდიში საჭირო სათადარიგო ნაწილების ფასთა ცხრილი:
- გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.
შენიშვნები:
- მომსახურების მიღება საგარანტიო ნაწილებზე შესაძლებელი უნდა იყოს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
- დანართი N2- ფასების ცხრილი
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ევროში დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
- დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 3 ივნისი, 15:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ევრო;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
მობ: +995 599 27 87 97;
ელ.ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები