ჩაბარების ვადა:

10 ივნისი 2022, 15:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T13323 - ტენდერი ხე-მცენარეებთან დაკავშირებულ მომსახურეობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს გაერთიანებულ ელექტრონულ ტენდერს:

  • მწვანე ნარგავების ხარისხობრივი შეფასების საექსპერტო დასკვნის მომზადება (მწვანე ნარგავების სახეობის განსაზღვრა, ძირობრივი აღრიცხვა, ნუმერაციის მინიჭება, მდგომარეობის შეფასება, მიწის ზედაპირიდ 10სმ-ზე დიამეტრის გაზომვა, ჭრის/სხვლაფორმირების/გადარგვის/გადაბელვის რეკომენდაციის გაწევა, ფოტომასალა CD დისკზე)
  • ტოპოგრაფიული რუკის მომზადება (მასზედ დატანილი ხე-მცენარეები, ნუმერაციით და დასახელებით)
  • მწვანე ნარგავების ფიტოსანიტარული კვლევის მომზადება (დაავადებული მწვანე ნარგავისგან ნიმუშის აღება, ლაბორატორიაში  დაავადების დადგენა, დაავადების მკურნალობს რეკომენდაცია)
  • მიწის ნაკვეთის გამწვანების პროექტის მომზადება (მშენებლობის დროს, არქიტექტურული პროექტის შეთანხმების ეტაპზე არქიტექტურის სამსახურში წარსადგენად)
  • ხე-მცენარეების მოჭრა კატეგორიების მიხედვით ( I, II, III, IV-ე კატეგორიები) ტრანსპორტირება და ტერიტორიის მოჭრილი ნარჩენებისგან გასუფთავება 
  • დიდი დიამეტრის მქონე მწვანე ნარგავის გადარგვის ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება;
  • დიდი დიამეტრის მქონე მწვანე ნარგავის გადარგვის სამუშაოების წარმოება.

განსკუთრებული მოთხოვნები:

  • წინამდებარე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს, შემსყიდველის მოთხოვნისამებრ, დანართი N1-ით განსაზღვრული მომსახურების გაწევა 

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), 

  • ხე-მცენარეების ჭრის და გადარგვის სამუშაოების და სანებართვო დოკუმენტაციის მომზადების დეტალური აღწერა მოცემულია დანართი N1-ის სახით, ხოლო განფასება უნდა მოხდეს დანართი N2-ში მოცემული ჩაშლის მიხედვით. 
  • სამუშაოების შესრულება იწარმოებს, საჭიროებისამებრ, შემსყიდველის მიერ, გონივრულ ვადაში, ყოველი დავალების მიხედვით. 

შენიშვნა: 

  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის დასრულების შემდეგ ხელშეკრულება გააფორმოს როგორც სრულ, ასევე ნაწილობრივ მომსახურებაზე. 

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით როგორც ექსელის ფორმატში, ასევე PDF ფორმატში ხელმოწერილი. 
  • პრეტენდეტნმა შეიძლება მონაწილეობა მიიღოს როგორც სრულ მომსახურებაზე, ასევე ნაწილობრივ შესრულებაზე.  

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების (ხელშეკრულების) ვადა:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან, შეთანხმებისამებრ სატენდერო წინადადებაში დაფიქსირებული კომერციული წინადადების მიხედვით, ერთი წლის ვადით. სატენდერო დოკუმენტაციაში წარმოდგენილია ხელშეკრულების დანართი N1, სადაც დეტალურად გაწერილი არის სახელშეკრულებო ძირითადი პირობები. 

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი:

  • მომსახურების გაწევის დაფარვის ზონაა - თბილისის ტერიტორია და მისი შემოგარენი არაუმეტეს 15 კმ რადიუსისა. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება სცდება  აღნიშნულ მანძილს, მომსახურების ანაზღაურება მოხდება ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ტარიფების მიხედვით დამატებული წინასწარ შეთანხმებული ტრანსპორტირების საფასური.  

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების მიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან  30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • დანართი N2 - მომსახურების ტიპებისა და კატეგორიების ჩაშლის მიხედვით - ფასი (ეროვნულ ვალუტაში ყველა გადასახადის გათვალისწინებით) და დამზადება/მომსახურების ვადის მითითებით. 
  • კომპანიის სრული რეკვიზიტები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, განახლებული ბოლო 3 თვის განმავლობაში. 
  • ანალოგიური ტიპის მომსახურების გამოცდილება და რეკომენდაციები (გაფორმებული ხელშეკრულებები); უპირატესობა მიენიჭება იმ კომპანიას, რომელსაც ექნება გამოცდილება მიწისზედა ხაზოვან კომუნიკაციებთან (ინტერნეტი, ელ. ხაზები, ტელეფონი და სხვა) მუშაობასთან დაკავშირებით და  წარმოადგენს დამკვეთის კომპანიის მიერ გაცემულ რეკომენდაციას, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი დავალების მოცულობა და შესრულების ხარისხი; 
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა ექსპერტის აკრედიტაციასთან დაკავშირებით; 

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი და/ან ნაწილობრივი ხელშეკრულება სატენდერო პირობების გათვალისწინებით

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი,უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი, არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის  მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 10 ივნისი, 15:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ქეთევან კანდელაკი
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: kekandelaki@gwp.ge
ტელ.: +995 599 192500

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
საკონტაქტო პირი: ლევან გურგენიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: Lgurgenidze@gwp.ge
ტელ.: +995 555 003364

ტენდერის კატეგორია:

  • 77200000 სატყეო მეურნეობასთან დაკავშირებული მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    7 ივნისი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა