ჩაბარების ვადა:
        
    10 მაისი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1343 - ტენდერი ქალაქური ტიპის კომპლექტური სატრანსფორმატორო ქვესადგურის მოწყობაზე
- გამომცხადებელი: ნეოგაზი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 10 მაისი 2016 დრო 17:00
 
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. თანდართულ ფაილებს დაემატა "ტექნიკური პირობა" და "პროექტი". გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს ქალაქური ტიპის კომპლექტური სატრანსფორმატორო ქვესადგურის მოწყობაზე.
შესყიდვის ობიექტის დახასიათება გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილში.
სამუშაოების განხორციელების ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გულუას გამზირი N22, შპს ნეოგაზი-ს მშენებარე ავტო გაზგასამართი სადგური.
კომპანია იწვევს დაინტერესებულ და ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი ინფორმაცია:
- შესასრულებელი სამუშაოების ფასი ყოველგვარი მომსახურებისთვის გაწეული დანახარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით; ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
 - შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
 - ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
 - ინფორმაცია საგარანტიო პირობების შესახებ;
 - სამუშაოების შესრულების ვადები, გეგმა-გრაფიკი;
 - ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.
 
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
 - ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
 - ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
 
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება; პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 10 მაისის 17:00 საათამდე.
 - გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 40%; ხარისხი და საგარანტიო პირობები - 20% მიწოდების ვადა - 20 %; გადახდის პირობა - 10%; ანალოგიური გამოცდილება - 10%.
 - შედეგები ცნობილი გახდება 2016 წლის 11 მაისს.
 
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ მოგვმართონ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: 595 33 44 24 - საკონტაქტო პირი ლევან ლაბაძე; 551 11 22 22 - საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.