ჩაბარების ვადა:
17 ივნისი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT13467 - ტენდერი ლამინირებული შუშის მოაჯირების მიწოდება-მონტაჟზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს სიტა აცხადებს ტენდერს ლამინირებული შუშის მოაჯირების მიწოდება-მონტაჟზე.
1. შესავალი:
- ობიექტი მდებარეობს ქ. ბათუმში, ინასარიძის ქუჩა N24-ში, (ს/კ: 05.24.09.005). მოცემული მომენტისათვის მიმდინარეობს რკინა-ბეტონის კარკასის მშენებლობა და ბინებს შორის გამყოფი კედლების ბლოკის წყობის სამუშაოები. სულ სამშენებლო ფართობი შეადგენს 29,392.5 კვმ-ს. შენობის მიწისქვეშა სართულზე განთავსებულია ავტოსადგომი და ტექნიკური ოთახები, მიწისპირა სართულზე განთავსებულია ფოიე და კომერციული ფართები. შენობის II-XX სართულებზე განთავსებულია სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი აპარტამენტები ჯამში 570 საცხოვრებელი აპარტამენტი.
2. შესასრულებელი სამუშაოები:
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს წინადადება შემდეგ სამუშაოებზე:
- ლამინირებული შუშის მოაჯირის მიწოდება-მონტაჟი
ტექნიკური სპეციფიკაციები
3.1. დიზაინი:
3.2. რაოდენობა:
- ერთი ტიპური სართულის მოაჯირის რაოდენობა (გრ/მ) შეადგენს - 137.25 გრ/მ-ს.
- ჯამურად შუშის მოაჯირი უნდა მოეწყოს 19 ტიპურ საცხოვრებელ სართულზე, რაც შეადგენს 2792 გრ/მ.
3.3. მოაჯირის ტექნიკური დეტალიზაცია მოიცავს:
- გალვანიზირებული ლითონის დგარი, თერმულად შეღებილი, შავი ფერი, H=1100 mm
- შუშა ლამინირებული 5mm x 2 (ფერი - ლურჯი გამჭვირვალე)
- დგარის სამაგრი უჟანგავი ანკერი H=14mm
შენიშვნა: განვიხილავთ პრეტენდენტის მხრიდან, არსებული კონცეფციიდან გამომდინარე შემუშავებულ, ალტერნატიულ დიზაინის შეთავაზებას
4. ფასი და ვადები:
- გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება „აზომვითი ტიპის“ ხელშეკრულება. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული მომსახურების ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იყოს დანართ N1-ის შევსებული ფორმის სახით.
- ლამინირებული შუშის მოაჯირების მიწოდებისა და მონტაჟის ვადა განისაზღვრება შემდეგნაირად: ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 4 თვისა.
5. წინადადების წარდგენის ვადა:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2022 წლის 17 ივნისი, 18:00 სთ.
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით შემდეგ ელ. ფოსტაზე tenders@sita.ge
- კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია განმარტებითი სახის შეხვედრის ორგანიზება, რისთვისაც პრეტენდენტმა უნდა მოგვამრთოს არაუგვიანეს 2022 წლის 10 ივნისისა.
6. თანდართული დოკუმენტაცია
- დანართი N1 - პრეტენდენტის მიერ შესავსები ხარჯთაღრიცხვის ფორმა
- დანართი N2 - ტიპური სართულის გეგმა
ტენდერის კატეგორია:
- 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები
- 44200000 სტრუქტურული მასალები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები