ჩაბარების ვადა:

16 ივნისი 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T13478 - Junior Expert for an administrative Support of GAFA

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.

დაგეგმილი გვაქვს, შევისყიდოთ მომსახურება საქართველოში მცხოვრები და რეგისტრირებული კერძო პირისგან დანართი 1 - ის შესაბამისად.

ინტერესის შემთხვევაში, გთხოვთ, 16.06.2022 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში შემდეგ მისამართზე:
GIZ-
ის საქართველოს ოფისი
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31 0108 თბილისი, III სართული

ერთ კონვერტში მოათავსებული უნდა იყოს საფასო შემოთავაზება, ხოლო მეორე კონვერტში შინაარსობრივი შემოთავაზება. კონვერტები უნდა იყოს დანომრილი შემდეგნაირად:

  • I- საფასო შემოთავაზება;
  • II- შინაარსობრივი შემოთავაზება.

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე. დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება!

ეროვნულ ვალუტაში წარმოდგენილი ფასი უნდა შეიცავდეს საშემოსავლო გადასახადს და უნდა ითვალისწინებდეს სავალდებულო საპენსიო შენატანს (საპენსიო სისტემაში მონაწილეობის შემთხვევაში).

სხვა ვალუტაში წარმოდგენილი შემოთავაზებები არ მიიღება.

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:

  • სახელი, გვარი
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ.ფოსტა, მისამართი);
  • ტენდერის დასახელება: “Junior Expert for an administrative Support of GAFA”
  • წარწერაკონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე
  • აგრეთვე მიუთითეთ შემდეგი მისამართი:
    GIZ-
    ის საქართველოს ოფისი
    რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31 0108 თბილისი, III სართული
  • პროგრამის ნომერი: 16.2179.6-007.00
  • ტენდერის ნომერი: 83410715

გთხოვთ, შემოთავაზებაზე დაიტანოთ თქვენი ხელმოწერა.

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებითრომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. 

წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 23.06.2022 -თვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ პირთან.

ტენდერის კატეგორია:

  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები