ჩაბარების ვადა:
        
    13 მაისი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1348 - ტენდერი სხვადასხვა ზომის კონვეიერის გორგოლაჭის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქნახშირი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 13 მაისი 2016 დრო 17:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ აცხადებს ტენდერს სხვადასხვა ზომის კონვეიერის გორგოლაჭის შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტის დახასიათება:
- გორგოლაჭები უნდა იყოს მეტალის;
 - გორგოლაჭები უნდა იყოს მრავალჯერადი გამოყენების (ექვემდებარებოდეს შეკეთებას);
 
დართულ ფაილში გთხოვთ იხილოთ კონვეიერის ზომები, შესაბამისი რაოდენობები და მიწოდების პირობა.
შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- შემოთავაზებული პროდუქციის ღირებულება;
 - შემოთავაზებული პროდუქციის ნიმუში ან/და სერთიფიკატები;
 - ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
 - ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
 
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, რეკვიზიტები საბანკო რეკვიზიტების ჩათვლით);
 
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება; პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 13 მაისის 17:00 საათამდე.
 - გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 40%; ხარისხი - 30%; მიწოდების ვადა - 20%; გადახდის პირობა - 10%;
 
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ. ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით - 595 70 40 81, საკონტაქტო პირი ვასილ კობაიძე; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით - 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე; წინადადებების ჩაბარება/გაგზავნა უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.