ჩაბარების ვადა:

21 ივნისი 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T13488 - Covid 19-ის ანტიგენის სწრაფი ტესტის შესყიდვა

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ Covid 19-ის ანტიგენის სწრაფი ტესტები საქართველოში რეგისტრირებული კომპანიისგან, თანდართულ ტექნიკური სპეციფიკაციების შესაბამისად. (იხ. დანართი 1)

ინტერესის შემთხვევაში გთხოვთ 21.06.2022 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, დახურულ კონვერტში, შემდეგ მისამართზე:
GIZ-
ის თბილისის ოფისი,
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31 0108 თბილისი, III სართული

დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.
გთხოვთ შემოთავაზება მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე, ეროვნულ ვალუტაში. სხვა ვალუტაში წარმოდგენილი შემოთავაზებები არ მიიღება.

შეთავაზება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს:

  • ნაწილი 1 - საფასო შემოთავაზება, სადაც მითითებულია შეთავაზებული პროდუქტის ერთეულის და ჯამური ფასი.
  • ნაწილი 2 - შემოთავაზებული პროდუქტის ტექნიკური მახასიათებლები, დანართი 1-ის გათვალისწინებით.
  • ნაწილი 3- შევსებული და ხელმოწერილი საქონლის შესყიდვის თვითდეკლარაცია (დანართი 3) .

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სსკ 172- მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს. გთხოვთ შეთავაზებაში მუთითოთ ფასი განბაჟების გარეშე.

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:

  • ფირმის სრული სახელწოდება
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი)
  • ფირმის მისამართი
  • ტენდერის დასახელება - “ Procurement of Covid 19 Rapid Antigen Test”
  • წარწერა ,,კონფიდენციალურია
  • გთხოვთ მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.
  • მიუთითეთ შემდეგი მისამართი: GIZ-ის თბილისის ოფისი,
    რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31, 0108 თბილისი
  • პროექტის ნომერი: 03.9207.6-001.00
  • ტენდერის ნომერი: 91163165
    გთხოვთ შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერა.

შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს:

  • შეკვეთის შესრულების ვადები
  • შემოთავაზების მოქმედების ვადა

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებითრომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. 

წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დასრულდება 28.06.2022-სთვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიასთან.

ტენდერის კატეგორია:

  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები