22 ივლისი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT13489 - ტენდერი ქ. ფოთში „ტერაბანკი“-ს ფილიალის სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს ქ. ფოთში „ტერაბანკი“-ს ფილიალის სარემონტო - სამუშაოების შესრულებაზე.
სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა საუკეთესო ფასის, ხარისხის და ვადის წარმდგენი ერთი კვალიფიციური კომპანია.
ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წელი;
სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- შევსებული ხარჯთაღრიცხვა ( (იხ.თანდართული ფაილი) ფასები მოცემული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) როგორც ნაბეჭდი ასევე ელექტრონული სახით (EXCEL) (CD-ზე ან მეხსიერების ბარათზე)
- მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ორიგინალი, ბოლო 6 თვის გაცემული);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ( ბოლო 6 თვის)
- ცნობას საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
- შეთანხმებას კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
- კომპანიის და შესრულებული პროექტების შესახებ მოკლე აღწერილობას (პრეზენტაცია ელექტრონული ან ბეჭდვითი სახით)
აუცილებელი პირობა:
- მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკი“-ს კანცელარიაში: მისამართი: თბილისი, წმ ქეთევან დედოფლის გამზ.#3.
კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
- კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
- ტენდერის დასახელება – „ტენდერი სამშენებლო სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე“
- ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2022 წლის 22 ივლისი (18:00 სთ-მდე).
ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდით ლაშა ჭანტურიძეს, ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: lasha.chanturidze@terabank.ge, ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2060). მობ: 595 11 01 74
სხვა ტენდერთან დაკავშირებულ კითხვებზე და დამატებით ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ირაკლი მიქაძეს, ფოსტის შემდეგ მისამართზე: Irakli.mikadze@terabank.ge, ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2005). მობ: 595 60 01 04
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები