ჩაბარების ვადა:

17 ივნისი 2022, 12:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T13499 - ტენდერი ისან-სამგორის რაიონში (მ.შ. ზედა-ზონები: პატარა ლილო, დიდი ლილო, ნასაგური) წყალსადენისა და წყალარინების ქსელებზე მოწყობოლი თხრილების და საგზაო საფარის აღდგენა-მოწესრიგების სამუშაოების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია. სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 17 ივნისი, 12:00 სთ;

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ისან-სამგორის რაიონში (მ.შ. ზედა-ზონები: პატარა ლილო, დიდი ლილო, ნასაგური) წყალსადენისა და წყალარინების ქსელებზე მოწყობოლი თხრილების და საგზაო საფარის აღდგენა-მოწესრიგების სამუშაოების შესყიდვაზე.

შენიშვნა: დამკვეთის მიერ გათვალისწინებული სავარაუდო შესყიდვის ფასები მოცემულია თანდართულ ფაილში სახელწოდებით „დანართ N1“-ში

შენიშვნა: მოცემული ერთეულის ფასები არ მოიცავს კონანომდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს (მ.შ. ზედნადები ხარჯები, გეგმიური მოგება, გაუთვალისწინებელი ხარჯები და დღგ-ის გადასახადი)

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

  • ისან-სამგორის რაიონში (მ.შ. ზედა ზონები) წყალსადენისა და წყალარინების ქსელებზე მოწყობოლი თხრილების და საგზაო საფარის აღდგენა-მოწესრიგების სამუშაოების შესყიდვა მოცემული სავარაუდო წლიური მოცულობების შესაბამისად. (იხ. დანართი N1)
  • ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ “დამკვეთის“ მიერ „შემსრულებლისთვის“ დღიურად გადასაცემი ობიექტის რაოდენობა ისან-სამგორის რაიონში  შეადგენს 3-დან 10 ობიექტამდე. 
  • შენიშვნა: სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე დამკვეთი არ იღებს ვალდებულებას ხელშეკრულების მოქმედების ვადაში წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • შემსრულებელი ვალდებულია დამკვეთის მიერ გადაცემული დავალებ(ებ)ის შესრულება უზრუნველჰყოს დანართი N2-ში (დავალების დამკვეთიდან შემსრულებელზე გადაცემის წესი, პროცედურა და შესრულების პირობები) მოცემული ინსტრუქციის და პირობების შესაბამისად.
  • შემსრულებელს სამუშაოების შესასრულებლად უნდა ყავდეს როგორც დღის ასევე ღამის ბრიგადები/სამუშაო ჯგუფები აღჭურვილი შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური მოწყობილობებით;
  • შემსრულებელი ვალდებულია, რომ მომსახურების გაწევის დროს ისარგებლოს მხოლოდ იმ ასფალტო-ბეტონის ქარხნით, რომლის მიერ გამოშვებულ პროდუქციას ექნება ააიპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ან/და სხვა შესაბამისი აკრედიტაციის მქონე საექსპერტო დაწესებულების დასკვნა, ამ ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქციის გამოყენების ვარგისიანობაზე და ამასთან, მისი მახასიათებლები შესაბამისობაში იქნება დანართში N 3 მოცემულ მახასიათებლებთან.
  • დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში, შემსრულებელი ვალდებულია წარუდგინოს მას აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ გაცემული დასკვნა გამოყენებული მასალის შესაბმისობაზე დანართში N3 მოცემულ კრიტერიუმებთან.
  • შემსრულებელი ვალდებულია წყალარინების და წყალმომარაგების მილსადენის მოწყობისას თხრილის (ტრანშეას) შევსება და ტკეპვნა ფენობრივად განახორციელოს დანართი N4-ში მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად;
  • ამასთან, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია აწარმოოს სამუშაოები ტენდერზე თანდართული კონტრაქტორთა მართვის გეგმის შესაბამისად.

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება 1.2 პუნქტში მოცემული ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულ თითოეულ სამუშაოზე. 
  • შენიშვნა N1: საწვავის გლობალური ფასის არასტაბილურობით გამოწვეული ფასის ცვლილებების გამო პრეტენდენტს ეძლევა შესაძლებლობა წარმოადგინოს ხარჯთაღრიცხვის 3 (სამი) სცენარი: 1. ხარჯთაღრიცხვა დღევანდელი/მიმდინარე მდგომარეობით; 2. ხარჯთაღრიცვა საწვავის საერთაშორისო გასაყიდი ფასის 10% ზრდის შემთხვევაში; 3. ხარჯთაღრიცვა საწვავის საერთაშორისო გასაყიდი ფასის 10% კლების შემთხვევაში.
  • გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თუ სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი იქნება ხარჯთაღრიცხვის მხოლოდ ერთი სცენარი (მიმდინარე მდგომარეობის გათვალისწინებით), მოგვიანებით ფასების გადახედვა/ცვლილება არ განიხილება „შემსყიდველის“ მხრიდან.
  • შენიშვნა N2: გთხოვთ, განფასებისას ყურადღება მიაქციოთ პოზიციების განზომილებებს!

სამუშაოს შესრულების(ხელშეკრულების) ვადა:

  • სამუშაოს შესრულების/ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში.

სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი:

  • სამუშაოები უნდა განხორციელდეს ისან-სამგორის რაიონში (მ.შ ზედა-ზონები)

მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:

  • შემსრულებლის მიერ განხორციელებულ კონკრეტულ სამუშაოზე უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 12 (თორმეტი) თვიანი გარანტია.
  • შენიშვნა: საგარანტიო ვადის განმავლობაში „შემსრულებლის“ მიერ შესრულებულ სამუშაოზე გამოვლენილი ნებისმიერი ხარვეზი „შემსრულებლის“ მიერ გამოსწორებული უნდა იქნას არაუგვიანეს შესაბამისი შეტყობინების მიღების მომენტიდან 36 (ოცდათექვსმეტი) საათისა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ „დამკვეთის“ მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში სხვა ვადაა მითითებული. 

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით „მხარეთა“ შორის მიღება-ჩაბარებისა აქტის, ფორმა 2-ის, ფარული სამუშაოების აქტის, ფორმა 3-ის და „დამკვეთის“ მიერ მოთხოვნილი სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის ორივე მხარის მიერ ხელმოწერიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო ანგარიშსწორების დროს აღმოჩნდება, რომ მიღება-ჩაბარების აქტი და/ან ფორმა 2 და/ან ფარული სამუშაოების აქტი ან/და ფორმა 3 ხელმოწერის თარიღი არ ემთხვევა ერთმანეთს, მაშინ ანგარიშსწორების ვადის ათვლა დაიწყება ამ დოკუმენტებიდან ყველაზე გვიანი თარიღით გაფორმებული დოკუმენტის თარიღიდან.

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია:

  • შემსრულებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგიანოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია 50,000 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების შესრულების გარანტია გაცემული უნდა იყოს მხოლოდ საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და ძალაში უნდა იყოს არანაკლებ „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული საგარანტიო ვადის დასრულების თარიღიდან 1 თვის განმავლობაში. (სადაზღვეო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ განიხილება.)
  • შენიშნვნა: ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას დანართი N5-ში მოცემული არსებითი პირობების დაცვით

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ხარჯთაღრიცხვა დანართი N1 (პუნქტი 1.2);
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.7 პუნქტის შესაბამისად;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • ტენდერზე თანდართული ხელმოწერილი „კონტრაქტორის განაცხადი“;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი, დანართი N2, დანართი N3 და დანართი N4;
  • მის საკუთრებაში არსებული ან იჯარით აღებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მონაცემები (ტექნიკათა ჩამონათვალი, რაოდენობა, ა.შ...) და შესაბამისი დამადასტურებელი ( საკუთრებისა და ან იჯარით აღების) დოკუმენტაცია;
  • ასფალტო-ბეტონის მწარმოებელ ქარხანასთნ გაფორმებული ხელშეკრულების ასლი კომერციული პირობების დაფარვით.

ყურადღება: პრეტენდენტის მიერ 1.10 პუნქტში მოცემული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, სატენდერო წინადადება არ განიხილება!

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება ქვემოთ მოცემული ხელშეკრულების ფორმის გათვალისწინებით, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 17 ივნისი, 12:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1145); 599 505 067

საკონტაქტო პირი: ნინო კობერიძე 
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: nkoberidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1146); 555 68 93 98

შენიშვნა: თუ წინამდებარე მოწვევა გაგზავნილია ელექტრონული ფოსტით მონაწილე კომპანიასთან, მონაწილემ, მისი კონკურსში მონაწილეობის შესახებ თანხმობა და წინამდებარე დოკუმენტის გაცნობის დასტური უნდა გამოაგზავნოს ელექტრონული ფოსტით.

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები

დოკუმენტაცია

სატენდერო განაცხადი სატენდერო განაცხადი
ხელშეკრულების პროექტი ხელშეკრულების პროექტი
კონტრაქტორის მართვის გეგმა კონტრაქტორის მართვის გეგმა
კონტრაქტორის განაცხადი კონტრაქტორის განაცხადი
დანართი N1 დანართი N1
დანართი N2-დავალების გადაცემის წესი პროცედურა და შესრულების პირობები დანართი N2-დავალების გადაცემის წესი პროცედურა და შესრულების პირობები
დანართი N3-ასფალტო-ბეტონის ტექნიკური მახასიათებლები დანართი N3-ასფალტო-ბეტონის ტექნიკური მახასიათებლები
დანართი N4-სამუშაოების შესრულების ტექნიკური ინსტრუქცია დანართი N4-სამუშაოების შესრულების ტექნიკური ინსტრუქცია
დანართი N5-ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია დანართი N5-ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    13 ივნისი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა