ჩაბარების ვადა:

1 ივლისი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T13500 - ტენდერი კერამიკისა და ტექსტილის სახელოსნოს მოწყობაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

ააიპ ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი აცხადებს ტენდერს კერამიკისა და ტექსტილის სახელოსნოს მოწყობაზე.

ტექნიკური დოკუმენტაცია:

  • პროექტის ფარგლებში „ტურიზმი, მემკვიდრეობა შემოქმედება“ ხელოვნების საერთაშორისო ცენტრისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული თანამშრომლობის საფუძველზე, ქალაქ გორში (მისამართი: 26 მაისის სანაპირო) ნაკვეთზე ს.კ.66.45.17.044 კერამიკისა და ტექსტილის სახელოსნო ეწყობა. ტრადიციული რეწვის სახელოსნოების შექმნა, შესაძლებლობას მისცემს, ერთის მხრივ ოსტატებს შექმნან პროდუქცია და გააგრძელონ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ტრადიცია, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას ჩაერთონ შემეცნებით-საგანმანათლებლო უწყვეტ პროცესში და მომსვლელ ტურისტებს აზიარონ ქართულ არამატერიალურ კულტურას. ტრადიციული რეწვის სახელოსნოებში წარიმართება სხვადასხვა შემოქმედებითი საქმიანობები, როგორიცაა მეთუნეობა და ფარდაგების ქსოვა. 2022 წელს, შპს „არქი ლაბი“-ს მიერ მომზადდა ზემოაღნიშნული სახელოსნოს არქიტექტურულ-კონსტრუქციული პროექტი. 

ჩასატარებელი სამუშაოები:

  • პროექტით გათვალისწინებულია ახალი არქიტექტურული მოცულობის აშენება და მოწყობა. ნაგებობა შეადგენს ოთხ სივრცეს (15,81მ2; 10,20მ2; 45,77 მ2; 16.51მ2), რომელსაც საგამოფენო სივრცე აერთიანებს, მცირე ზომის სამზარეულოთი და სველი წერტილით (ჯამში - 95.01 მ2). სახელოსნო ბრტყელ რელიეფზე მოეწყობა. სახურავი მოეწყობა რკინა ბეტონის გადახურვით, ინტერიერში იატაკი მოპირკეთდება კერამიკული ფილით. ფუნქციურად ოთახებში განაწილდება კერამიკის და ქსოვის სახელოსნოები. ადგილი დაეთმობა ადგილზე შექმნილი ნაკეთობების გამოფენას და სახელოსნოების მენეჯერისთვის გამოყოფილ სივრცეს. შენობის შიდა კედლები შეილესება და შეიღებება, გარედან მოეწყობა ტრავენტინის ფილით. პროექტით გათვალისწინებულია, ელ. მომარაგება, და წყალ-კანალიზაციის  მონტაჟი.

ტექნიკური დავალების დანართების სახით მოცემულია:

  • ქალაქ გორში (მისამართი: 26 მაისის სანაპირო) ნაკვეთზე ს.კ.66.45.17.044 კერამიკისა და ტექსტილის სახელოსნო მოწყობის პროექტი,  PDF  ფაილი (დანართი №1);
  • შესასრულებელი სამუშაოს დასახელება და მოცულობები (დანართი№2).

ძირითადი პირობები:

  • ტენდერის მიზანია ევროკავშირის შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში, პროექტის „ტურიზმი, მემკვიდრეობა, შემოქმედება“განხორციელების მიზნით, ქალაქ გორში (მისამართი: 26 მაისის სანაპირო) ნაკვეთზე ს.კ.66.45.17.044 კერამიკისა და ტექსტილის სახელოსნო მოწყობა და შემოქმედებითი ტურიზმის განვითარება.
  • სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა შესრულების ხარისხს. სამუშაოების მიდინარეობისას ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს მაღალხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს. ყველა მასალები, სამარაგო საგნები, მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი, სტანდარტული, მაღალი ხარისხის. უხარისხო ან დაბალი ხარისხის მასალები არ მიიღება და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული. 
  • სამუშაოების მიმდინარეობისას ახლადგამოვლენილი გარემოებ(ებ)ის გამოვლენისა და მისი დასაბუთების შემთხვევაში, პროექტიდან რაიმე გადახვევა, ან მასში ცვლილება, შეთანხმებული უნდა იქნეს შემსყიდველთან. სამუშაოები უნდა განხორციელდეს  ხელოვნების საერთაშორისო ცენტრისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დანიშნული ტექნიკური კონსულტანტების ზედამხედველობით.
  • მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გრაფიკის შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე შემსყიდველს წარუდგენს ინფორმაციას წერილობით, ანგარიშის სახით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. მიმწოდებელი ვალდებულია გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას. შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება ორ ეგზემპლარად: ელექტრონული ვერსია _ კომპაქტური დისკების (CD) სახით (2 ეგზემპლარი), მყარი ასლების სახით (2 ეგზემპლარი), ტექსტური და გრაფიკული მასალის დოკუმენტირებით.

მიმწოდებელი ვალდებულია რეაბილიტაციის დაწყებამდე სამშენებლო მოედანზე დაამონტაჟოს ჩასატარებელი სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • მესაკუთრე;
  • შემსყიდველი;
  • მიმწოდებელი;
  • ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა.

ნორმატიული დოკუმენტები:

  • მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით.
  • ყველა სამუშაოს განხორციელება მოხდეს საქართველოს მთავრობის 2007წ. 28 მარტის № 62 დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების წესები“-ს მოთხოვნათა გათვალისწინებით.
  • მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოთა უსაფრთხოებისათვის საჭირო ყველა წესისა და ინსტრუქციის შესრულება, რათა აიცილოს უბედური შემთხვევები და მინიმუმამდე დაიყვანოს თავისი მუშაკების და სხვა ადამიანთა ზარალი. სამუშაო ტერიტორიაზე უნდა იყოს შესაბამისი ნიშნები და გაფრთხილებები. 

გარემოს დაცვა:

  • დიდი ყურადღება უნდა მიექცეს გარემო პირობების დაცვას. სამუშაოების წარმოებისას სამშენებლო მოედანი პერიოდულად უნდა გაიწმინდოს სამშენებლო ნარჩენებისა, ნაგვისგან რათა არ მოხდეს გარემოს დაბინძურება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი უნდა მოხდეს ტერიტორიის სრული დასუფთავება.

სამუშაოთა საბოლოო მიღება:

  • მიმწოდებელი ატყობინებს შემსყიდველს სამუშაოთა დასრულების შესახებ, თანახმად გეგმა-გრაფიკისა. შემსყიდველი ამოწმებს შესრულებულ სამუშაოებს. თუ შემსყიდველმა სამუშაოები შეაფასა წუნით, დასრულებულად ჩაითვლება სამუშოები, დეფექტების აღმოფხვრის შემდეგ. დეფექტებზე პასუხიმგებლობის პერიოდი შეადგენს: ერთ (1) წელს.
  • შესრულებულ სამუშაოთა ეტაპობრივი ჩაბარების ვადები და გრაფიკი დაზუსტებული იქნება პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული და შემსყიდველის მიერ დამტკიცებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით.
  • საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გასაფორმებლად აუცილებელია მიმწოდებელმა წარმოადგინოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული საექსპერტო ორგანოს ან ექსპერტის მიერ გაცემული ობიექტის ინსპექტირების დასკვნა, რომლითაც დადასტურდება წარმოდგენილი ფორმა #2-ის შესაბამისობა ფაქტობრივად შესრულიბულ სამუშაოებსა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან.

შემსყიდველისთვის გადასაცემი საბოლოო პროდუქცია:

  • წარმოდგენილი პირობებისა და ვადების ფარგლებში მიმწოდებელმა საბოლოო პროდუქციის სახით შემსყიდველს უნდა გადასცეს შესრულებული სამუშაოების ანგარიში, შესრულებული სამუშაოების აქტები (ფორმა №2) და საჭიროების შემთხვევაში, ფარული სამუშაოების აქტები. 
  • ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს A-3 A-4 ან ფორმატის, ზამბარით აკინძული ალბომის სახით, ტექსტური, ფოტო და გრაფიკული მასალის დოკუმენტირებით - 3 ეგზ, კომპაქტური დისკების (CD) სახით - 3 ეგზ.

სამუშაოთა შესრულების ვადები:

  • სამუშაოს დასრულების საბოლოო ვადაა არაუგვიანეს 2022 წლის 10 ოქტომბერი 
  • შესრულებულ სამუშაოთა ანგარიშის ჩაბარების საბოლოო ვადაა არაუგვიანეს 2022 წლის 25 ოქტომბერი
  • სამუშაობის საბოლოო მიღების/ჩაბარებისას ყველა დაგანდაგრისა თუ მასალის საგარანგიო წერილის წარდგენა სავალდებულოა (მაგალითად გათბობიბს ქვაბი, ჰიდრო იზოლაცია ა.შ.)

სატენდერო წინადადების ფასი: 

  • სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული გადასახადების გათვალისწინებით დღგ-ს გარეშე (აღნიშნული სამუშაოები  დღგ-ისგან გათავისუფლებულია - უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობები, რომლებიც სარგებლობენ („საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 172-ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად ჩათვლის უფლებით დღგ–ისაგან გათავისუფლებით. საქართველოს მთავრობასა და ევროპის გაერთიანებათა კომისიას შორის 2007 წლის 18 ივნისს ხელმოწერილი ჩარჩო შეთანხმება)
  • მშენებლობისთვის შეძენილი დანადგარ/მოწყობილობები, მასალები და სხვა, უნდა შეესამებოდეს ევროპულ სტანდარს (ჰქონდეს ევროსერტიფიკატი);
  • სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარებში.

ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა:

  • ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება საბანკო გარანტია საერთო ღირებულების 5 (ხუთი) %-ის ოდენობით რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აჭარბებდეს სამუშაოს შესრულების ვადას.
  • მიმწოდებლის მიერ ვალდებულებების დარღვევის (ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა, ვადების დარღვევა, ვალდებულების უხარისხოდ, არაჯეროვნად, არასრულად შესრულება და სხვა) შემთხვევაში, მიმწოდებელს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა არ დაუბრუნდება).
  • მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გაცემული საბანკო გარანტია, ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, დაუბრუნდება მხარეთა შორის შესყიდვის ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.

ანგარიშსწორების პირობები:   

  • ანგარიშსწორება მოხდება ლარებში ააიპ ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის პროექტის „ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედება“  (BSB -1130) ფარგლებში სახსრებით. 
  • გადახდის ფორმა – უნაღდო.  
  • შესრულებული სამუშაოს ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, მხარეთა მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის, ინსპექტირების ჯგუფის დადებითი დასკვნისა, საგადასახადო დოკუმენტაციის საფუძველზე, ყველა ამ დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ღირებულების 90%-ის ოდენობით. დანარჩენი 10%-ს ანაზღაურება მოხდება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული საექსპერტო ორგანოს ან ექსპერტის მიერ გაცემული ობიექტის ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
  • ყველა ის  ხარჯი, რომელიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
  • წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, წარმოადგინოს ავანსის სახით გადასახდელ თანხაზე საავანსო საბანკო გარანტია (არაუმეტეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30%), რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას. საავანსო თანხის გადახდა მოხდება შესაბამისი საბანკო გარანტიის წარმოდგენის დღიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
  • დაუშვებელია წინასწარ გადახდილი თანხები მიმწოდებელმა გამოიყენოს სხვა მიზნებისთვის, რაც არ არის გათალისწინებული წინამდებარე ხელშეკრულების პირობებით. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შემთვევაში წარმოადგინოს წინასწარ გადახდილი თანხების გამოყენების შესახებ დასაბუთებული ინფორმაცია.

პრეტენდენტისადმი წაყენებული მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის გამოცდილება: პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს სამშენებლო საქმიანობის გამოცდილება არანაკლებ 3 (სამი) ობიექტზე და განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 3 (სამი) ანალოგიური (შენობა-ნაგებობ(ებ)ის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, სანტექნიკური სამუშაოები, ელ. სისტემის  და  გათბობის სისტემის  სამუშაოები) სამუშაო.ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას შესრულებულ სამუშაოთა ჩამონათვალის სახით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აღნიშნული სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: დამკვეთსა და შემსრულებელს შორის გაფორმებული შესრულებული სამუშაოების ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების აქტების ასლების და/ან სხვა დოკუმენტების სახით.
  • მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ: პრეტენდენტის პერსონალს (არქიტექტორი, ინჟინერ-მშენებელი, ინჟინერ-სანტექნიკოსი, ინჟინერ-ელექტრიკოსი, ინჟინერ-თბოენერგეტიკოსი და სერთიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი) უნდა გააჩნდეს შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება, რაც უნდა შეესაბამებოდეს შესასრულებელი სამუშაოების სახეობებსა და ამოცანებს. სპეციალისტების თაობაზე ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს CV–ების, სადაც მითითებული იქნება პიროვნების კვალიფიკაცია (განათლება) და გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია, კერძოდ, პროექტის (სამუშაოს) დასახელება, განხორციელების ვადა თარიღების მითითებით, დამკვეთი (ორგანიზაციის დასახელება, ს/კ) და პერსონალის პოზიცია. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის თაობაზე ინფორმაცია წაროდგენილი უნა იყოს СV-ის და სერთიფიკატის სახით.
  • შენიშვნა: წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, შემსყიდველი იტოვებს უფლებას მოითხოვოს პრეტენდენტის მიერ მითითებული, პერსონალის შესრულებულ სამუშაოთა შესახებ ანგარიშები, მიღება-ჩაბარების აქტები, ხელშეკრულებები, პროექტები.

დაზღვევის საკითხები:

  • პრეტენდენტის დასაქმებული პირები უნდა სარგებლობდნენ უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის პირობებით.

სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის გამოქვეყნების შემდეგ;
  • ცნობა, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.
  • საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს აღნიშნული ტენდერის გამოცხადების შემდეგ.

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი სატენდერო დოკუმენტები:

  • განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ (სრული რეკვიზიტების და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით);
  • სატენდერო წინადადების დეტალური განფასება ტექნიკური დავალების შესაბამისად; შესასრულებელი სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადებისა და თანმდევი ხარჯების ჩათვლით (დღგ-ს გარეშე). ხარჯთაღრიცხვის ფორმა მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართის სახით (იხ.დანართი #2); თითოეული ერთეული უნდა შეიცავდეს ყველა საჭირო მასალისა და აღჭურვილობის, აქსესუარებისა და კომპონენტების შესყიდვის ღირებულებას, რომლებიც საჭიროა მშენებლობის და მოპირკეთების სამუშაოებისთვის, ტრანსპორტირებისთვის, კომუნალური ხარჯები მშენებლობის დროს, საბაჟო მოსაკრებლები და შრომითი და სამონტაჟო სამუშაოები საქართველოს სამშენებლო ნორმების და სტანდარტების შესაბამისად. 
  • ხელშეკრულება ეფუძნება ჯამური ღირებულების პრინციპს (lump-sum), რაც გულისხმობს, რომ პრეტენდენტი პასუხისმგებელია გადაამოწმოს  ხარჯთაღრიცხვის პუნქტები, მოცულობები და სპეციფიკაციები  პროექტთან შესაბამისობაში. პრეტენდენტმა არ უნდა შეცვალოს ხარჯთაღრიხვაში მოცემული მოცულობები, არამედ შესაბამისი ცვილილება/ვარიაცია აღნიშნოს დამატებით ცხრილში.  
  • შესასრულებელი სამუშაოს კალენდარული გეგმა-გრაფიკი, რომელშიც სრულად უნდა იყოს ასახული კონკრეტული სამუშაოების მიმდინარეობა და ერთმანეთისადმი თანხვედრა, განსახორციელებელი სამუშაოების დაგეგმილი ვადები და ეტაპები (შესაძლებელია დაზუსტდეს ხელშეკრულების გაფორმების პროცესში).
  • პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.

დამატებითი დოკუმეტაცია გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3tqGYYe

სატენდერო დოკუმენტაციის წარმოდგენის ფორმა და ადგილი:

  • სატენდერო წინადადება ყველა ზემოთ ხსენებულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას  დალუქული კონვერტით ან გამოგზავნილი ელექტრონული ფოსტით არა უგვიანეს 2022 წლის 1 ივლისის 18:00 საათისა, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ნიკო ნიკოლაძის ქუჩა # 7. პირველი სართული. ელექტრონული ფოსტით უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მეილებზე: natiat@gaccgeorgia.org mariamk@gaccgeorgia.org
  • სატენდერო წინადადების მოწოდება შეიძლება ხელოვნების საერთოაშორისო ცენტრის ოფისში ყოველ სამუშაო დღეს 11 საათიდან 18 საათამდე. მისამართი: ქ.თბილისი, ნიკო ნიკოლაძის ქუჩა # 7 პირველი სართული. 
  • კონვერტზე უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, იურიდიული მისამართი); ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა).

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: natiat@gaccgeorgia.org mariamk@gaccgeorgia.org ან დაგვირეკოთ ოფისის ტელეფონზე 995 32 2931335 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები