24 ივნისი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT13533 - ტენდერი ტურისტული მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ააიპ ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი აცხადებს ტენდერს ტურისტული მომსახურების შესყიდვაზე.
ტენდერი ცხადდება პროექტის „PRO EXTOUR: კულტურასა და მემკვიდრეობაზე დაფუძნებული გამოცდილებითი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში” (BSB -1145) ფარგლებში
შესყიდვის პირობები:
წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტი არის ტურისტული მომსახურების შესყიდვა, ცენტრის მიერ დაგეგმილი ტურის პროგრამის მიხედვით:
- აეროპორტიდან და უკან ტრანსფერის დაჯავშნა (საქართველო)/შესყიდვა;
- სასტუმროების დაჯავშნა (საქართველო)/შესყიდვა;
- სადილებისა და ვახშმების შესყიდვა;
- სხვა სატრანსპორტო საშუალებების ბილეთების დაჯავშნა/შესყიდვა;
- 2 მუზეუმის ბილეთების შესყიდვა;
- აგრ-გენის ფესტივალის 2 საღამოს ბილეთების შესყიდვა;
- 3 დღე გიდი მომსახურების შესყიდვა;
- 2 გამოცდილებითი ტურიზმის მასტერკლასის შესყიდვა;
- 1 ღვინის დეგუსტაციის მასტერკლასის შესყიდვა;
- სამოგზაურო დოკუმენტების ადგილზე მიწოდება;
- მოქნილი სამუშაო დროის გრაფიკი და გადაუდებელი სიტუაციის დროს (მაგ: რეისის გაუქმება, და ა.შ) კომპანიასთან დაკავშირების შესაძლებლობა არასამუშაო საათებში;
- ანგარიშსწორების ვადა ინვოისის მიღებიდან 10 სამუშაო დღე;
- პერსონალური მომსახურე მენეჯერის/ოპერატორის (საჭიროების შემთხვევაში რაოდენობის გაზრდა, მოთხოვნების რაოდენობებიდან გამომდინარე);
- გაუთვალისწინებელ შემთხვევებში ავიაკომპანიასთან მოლაპარაკების წარმოება.
მგზავრობის მიმართულებები:
- თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - თბილისი, ნიკო ნიკოლაძის #7
- თბილისი, ნიკო ნიკოლაძის #7 - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
- თბილისი, ნიკო ნიკოლაძის #7- აბანოთუბანი - თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი - თბილისი, ნიკო ნიკოლაძის #7
- თბილისი, ნიკო ნიკოლაძის #7 - უფლისციხის მუზეუმ ნაკრძალი - გორი - თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი - თბილისი, ნიკო ნიკოლაძის #7
- თბილისი, ნიკო ნიკოლაძის #7 - მცხეთის ჯვარი - სვეტიცხოველი- არმაზი -თბილისი, ნიკო ნიკოლაძის #7
პროცესის აღწერა:
ცენტრიდან მოთხოვნა კეთდება 1 ან 2 უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ელექტრონული ფორმით (მეილის საშუალებით).
- შემსყიდველი იტოვებს უფლებას გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმოს კონტრაქტი გამოსაცდელი ვადით 1-დან 3 თვემდე, საჭიროების მიხედვით.
აუცილებელი მოთხოვნები:
- ფასების მოწოდება;
- წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში;
ანგარიშსწორების პირობები:
- ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
გამარჯვებულის გამოვლენა:
სატენდერო კომიტეტი განიხილავს წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
- ფასი
- მომსახურების ხარისხი
- მოქნილობა
მიმწოდებელმა საჭიროა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია კომპანიის ტიტულიან ფურცელზე;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ მოკლე ინფორმაცია;
დამატებითი ინფორმაცია:
- შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება;
- მოთხოვნილი დოკუმენტაციის არასრულყოფილად მოწოდების შემთხვევაში, შემსყიდველი იტოვებს უფლებას მოახდინოს პრეტენდენტი კომპანიის დისკვალიფიკაცია!
სატენდერო დოკუმენტაციის წარმოდგენის ფორმა და ადგილი:
- სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 24 ივნისი - 18:00 საათი.
- სატედენდერო წინადადება ყველა ზემოთ ხსენებულ დოკუმენტაციასთან ერთად გამოგზავნილი უნდა იქნას შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართებზე: giorgi@gaccgeorgia.org; და contest@gaccgeorgia.org
- დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: giorgi@gaccgeorgia.org; და contest@gaccgeorgia.org ან დაგვირეკოთ ოფისის ტელეფონზე 995 32 2931335 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე
ტენდერის კატეგორია:
- 63500000 ტურისტული სააგენტოების, ტუროპერატორებისა და ტურისტების დახმარების მომსახურებები