ჩაბარების ვადა:
23 ივნისი 2022, 18:00
სტატუსი:
გამარჯვებული
E
ელ. ტენდერი
T13574 - ტენდერი არსებული საყრდენი კედლის გამაგრება-რეაბილიტაციისათვის საჭირო საექსპერტო კვლევის ჩატარება, საექსპერტო დასკვნის მომზადება და აღნიშნული დასკვნისა და რეკომენდაციების საფუძველზე კონსტრუქციული პროექტის მომზადებაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში, შეშელიძის ქ. No34 (სკ 01.11.12.020.076) შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“-ს კუთვნილი ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე არსებული საყრდენი კედლის გამაგრება-რეაბილიტაციისათვის საჭირო საექსპერტო კვლევის ჩატარება, საექსპერტო დასკვნის მომზადება და აღნიშნული დასკვნისა და რეკომენდაციების საფუძველზე კონსტრუქციული პროექტის მომზადება.
კონკრეტული დავალება
- საექსპერტო კვლევის ჩატარება და შესაბამისი საექსპერტო დასკვნის მომზადება;
- საყრდენი კედლის (კონსტრუქციული) პროექტის მომზადება საექსპერტო დასკვნისა და გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე.
მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:
- მსგავსი პროექტების მომზადების მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება;
- მსგავსი შესრულებული პროექტების წარმოდგენა.
გადახდის პირობები:
- სამუშაოს დასრულების და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
ტენდერის ვადები:
- 7 კალენდარული დღე;
ხელშეკრულების ვადები:
- 14 კალენდარული დღე;
საგარანტიო პირობები:
- მაღალ დონეზე შესრულებული სამუშაო;
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 23 ივნისი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო პირი:
ლევან ინასარიძე
ტ. 514 377 117
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები
- 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები