8 ივლისი 2022, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT13594 - ტენდერი თბილისის ცენტრალური პარკი (ყოფილი იპოდრომი) ზონა 08 - სკეიტ პარკის სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე
ტენდერის აღწერილობა:
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი “ასოციაცია ატუ“ აცხადებს ტენდერს და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
შესყიდვის ობიექტია: თბილისის ცენტრალური პარკი (ყოფილი იპოდრომი) ზონა 08 - სკეიტ პარკის სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოები თანდართული პროექტის მიხედვით.
პრეტენდენტმა წერილობით განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სატენდერო წინადადება და მუშაობის გრაფიკი, ერთ დახურულ კონვერტში, უნდა წარმოადგინოს 2022 წლის 8 ივლისს 16 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.N39ა (“ქართუ ჯგუფი“-ს შენობა) 10 სართული, ოთახი N14 ან N1. საკონტაქტო პირი გიორგი გუგუნაშვილი ტელ 599 53-77-23.
პრეტენდენტი ტექნიკური საკითხების გასარკვევათ დაუკავშირდეს სერგო კელენჯერიძეს ტელეფონზე 5 99 73-18-41 ან გუჯა ოსეფაიშვილს 5 95 32-55-08.
საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია:
იურიდიული ან ფიზიკური პირებისათვის
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ბოლო 15 დღის.
- შედარების აქტი ბიუჯეტთან - ელექტრონული წესი.
- ინფორმაცია ძირითადი თანამდეობებზე მომუშავეთ კვალიფიკაციის შესახებ (CV)
- ინფორმაცია 3-5 წლის მანძილძე გაწეული ანალოგიური მომსახურეობის (სამუშაოების) შესახებ
კონკრეტულად სკაი პარკის მოწყობაზე
მოკლე ინსტრუქცია სატენდერო წინადადებების შედგენის წესის შესახებ:
- შესყიდვის ფასი უნდა წარმოდგენილი იქნას ლარებში;
- სატენდერო დოკუმენტაცია შედგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე;
- უნდა წარმოდგენილი იყოს სამუშაოების გრაფიკი და საგარანტიო ვადა;
- სატენდერო წინადადების შეფასებისას მხედველობაში მიიღება პრეტენდენტის შესყიდვის ფასი, კვალიფიკაცია, გამოცდილება, სამუშაოების შესრულების გრაფიკი, შემოთავაზებული მეთოდოლოგია და მიდგომების ეფექტურობა.
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები