18 მაისი 2016, 13:00
სტატუსი:
დასრულებულიT1369 - ტვირთის საერთაშორისო ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვა
- გამომცხადებელი: საქნახშირი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 18 მაისი 2016 დრო 13:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ აცხადებს ფასთა გამოკითვას ტვირთის საერთაშორისო ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვის შესახებ.
ტრანსპორტირება იყოფა ორ ეტაპად:
ეტაპი #1 - ტრანსპორტირება ქ. ტყიბულიდან (საქართველო), ქ. პოლისე (პოლონეთი):
- ტრანსპორტირების დაწყების (დატვირთვის) თარიღი - 19.05.2016;
 - ტრანსპორტირების დასრულების თარიღი - არაუგვიანეს 30.05.2016;
 - ტვირთის სახეობა - ქვანახშირი;
 - ტვირთის წონა - 88 ტონა;
 - დაფასოება - „ბიგ ბეგი“.
 
აუცილებელია 4 (ოთხი) მანქანა: სასურველია ზედა ან გვერდითი დატვირთვა. სასურველია ტრანსპორტირება გადატვირთვების გარეშე.
ეტაპი #2 - ტრანსპორტირება ქ. პოლისე (პოლონეთი) - ქ. ტყიბული (საქართველო):
- ტრანსპორტირების დაწყების თარიღი - 2-3 სამუშაო დღე პირველი ეტაპის დასრულებიდან;
 - ტვირთის სახეობა - გადამუშავებული ქვანახშირი;
 - ტვირთის წონა - 44 ტონა;
 - დაფასოება - „ბიგ ბეგი“
 
აუცილებელია 2 (ორი) მანქანა: სასურველია ზედა ან გვერდითი დატვირთვა. სასურველია ტრანსპორტირება გადატვირთვების გარეშე.
შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- შემოთავაზებული მომსახურეობის ღირებულება; (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ანგარიშსწორება იწარმოებს თითოეული ეტაპის სრულად დასრულების შემდგომ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე).
 - მოძრაობის სავარაუდო მარშრუტი ორივე ეტაპისთვის;
 - თითოეული ეტაპის შესრულების სავარაუდო ვადა.
 
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, რეკვიზიტები საბანკო რეკვიზიტების ჩათვლით);
 
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება; პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 18 მაისის 13:00 საათამდე.
 
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ. ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით - 599 09 12 10, საკონტაქტო პირი დავით ლორია; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით - 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე; წინადადებების ჩაბარება/გაგზავნა უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.