ჩაბარების ვადა:
7 ივლისი 2022, 18:00
სტატუსი:
გამარჯვებული
E
ელ. ტენდერი
T13753 - ტენდერი არსებული ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე, განთავსებული ცალკე მდგომი მარკეტის შენობაზე სასაწყობე ფართისა და კაფეს მიშენების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ აცხადებს ტენდერს შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (სკ74.01.11.056; ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდა), არსებული ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე, განთავსებული ცალკე მდგომი მარკეტის შენობაზე სასაწყობე ფართისა და კაფეს მიშენების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე.
კონკრეტული დავალება:
საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად საჭიროა:
- სრული არქიტექტურული პროექტი. ვიზუალის შეთანხმება დამკვეთთან. (გარდა მიშენების პროექტის მომზადებისა, საჭიროა სრულად აიზომოს ავტოგასამართ სადგურზე არსებული ყველა შენობა-ნაგებობა და თუ საჭიროა, შესაბამისობაში იყოს მოყვანილი 41-ე დადგენილებასთან.);
- საექსპერტო დასკვნა სარეკონსტრუქციო ობიექტის 41-ე დადგენილებასთან შესაბამისობაზე;
- კონსტრუქციული ნაწილის პროექტი;
- ელექტროობის პროექტი.
მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:
- მსგავსი სამუშაოს შესრულების გამოცდილება ; მსგავსი პროექტების და მიღება - ჩაბარების აქტების წარმოდგენა მსგავსი პროექტების შესრულებაზე.
გადახდის პირობები:
- სამუშაოს დასრულების, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და საპროექტო დოკიმენტაციის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურში ჩაბარების შემდეგ.
ტენდერის ვადები:
- 7 კალენდარული დღე.
ხელშეკრულების ვადები:
- 20 კალენდარული დღე;
საგარანტიო პირობები:
- ხარისხიანად და პროფესიულ დონეზე შესრულებული საპროექტო დოკუმენტაცია.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 7 ივლისი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო პირი:
ლევან ინასარიძე
მობ: 514 377 117
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები
- 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები