
ჩაბარების ვადა:
27 მაისი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1388 - ტენდერი სასმელი წყლის შესყიდვაზე და მომსახურებაზე (თბილისსა და რეგიონებში)
ტენდერის აღწერილობა:
სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს სასმელი წყლის შესყიდვაზე და მომსახურებაზე (თბილისსა და რეგიონებში).
საქონლის და მომსახურების დასახელება:
- 19 ლიტრიანი ბალონი
- ერთჯერადი ჭიქა
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
- მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია PDF ან Word-ის ფორმატში:
1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი.
2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.)
4. აკრედიტაციის მოწმობა;
5. წყლის ქიმიური ანალიზი;
6. წყლის მიკრობიოლოგიური ანალიზი; - მომწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წყლის ჩამოსასხმელი 500 (ხუთასი) ცალი დისპენსერი, უსასყიდლოდ მიაწოდოს ბანკს მის მიერ მითითებულ მისამართებზე;
- მომწოდებელი ვალდებულია შეკვეთები მიაწოდოს ბანკს მის მიერ მითითებულ მისამართებზე.
- მომწოდებელი ვალდებულია შეკვეთის მიღება თბილისის მასშტაბით დააკმაყოფილოს შეკვეთის მიღებიდან მეორე დღის სამუშაო საათის ბოლომდე, ხოლო რეგიონების მასშტაბით შეკვეთის მიღებიდან ორი დღის ვადაში.(მაგ.: ორშაბათს მიღებული შეკვეთა ოთხშაბათს სამუშაო საათის ბოლომდე რეგიონის ნებისმიერ რაიონში უნდა იყოს მიწოდებული).
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 18 მაისიდან - 2016 წლის 27 მაისის ჩათვლით.
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან სახელშეკრულებო ვადა განისაზღვრება 6 თვის პერიოდით.
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიისაგან საქონლის/მომსახურების შესყიდვა იქნება რეგულარული სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში.
- თანხის გადახდა მოხდება ყოველ ჯერზე შესყიდული საქონლის მოწოდებიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ერთეულის ფასი მიუთითოთ ლარებში შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1, პუნქტი #2-ის გასწვრივ;
- გთხოვთ ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და ხუთი თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) და ა.შ;
- მომწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით შეაკოთოს დისპენსერები დაზიანების შემთხვევაში;
- კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში შეკითხვები შემსყიდველს.
- განთავსებული შემოთავაზებები მომწოდებლებისთვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 27 მაისი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=587&lang=geo