ჩაბარების ვადა:

20 ივლისი 2022, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T13905 - ტენდერი თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს სმარტფარმის აცხადებს ტენდერს თანამშრომლების დაზღვევაზე.

  • საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა, შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა - მოცემულია ტექნიკურ დავალებაში (იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტი „ტექნიკური დავალება“).
  • ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა (იხ, თანდართული ფაილი: გასაწევი მომსახურების ხარჯთაღრიცხვა)
  • საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა - 2022 წლის 01 სექტემბრიდან 2023 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით (ორივე თარიღის ჩათვლით).
  • საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი: მომსახურება (ჯანმრთელობის დაზღვევა) გაწეული უნდა იქნეს ტექნიკურ დავალებაში მოცემული პირობებით – სადაზღვევო პაკეტით გათვალისწინებული მომსახურებების მიღება შესაძლებელი უნდა იყოს თავისუფალი არჩევის პრინციპის დაცვით. შესაბამისად, დაზღვეულს უნდა შეეძლოს, მომსახურება მიიღოს როგორც სადაზღვევო კომპანიის პირადი/ოჯახის ექიმის მიმართვის საფუძველზე მზღვეველის პროვაიდერ კლინიკებში (ჰოსპიტალური, ამბულატორიული და სტომატოლოგიური კლინიკები), ისე სადაზღვევო კომპანიის პირადი/ოჯახის ექიმის მიმართვის გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში.
  • ტექნიკური მოთხოვნები - მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ - შესაბამისი/უფლებამოსილი ორგანოს მიერ დაზღვევის სახეობის (სიცოცხლის) მიხედვით გაცემული ლიცენზია.

სხვა დამატებითი მოთხოვნები - მომსახურების შეუფერხებელი გაწევის აუცილებლობიდან გამომდინარე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულებების ფართო ქსელი, რისი დადასტურების მიზნით წარმოდგენილი უნდა იქნეს:

  • ინფორმაცია პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულებების შესახებ ქ. თბილისისა და რეგიონების მიხედვით
  • ინფორმაცია პროვაიდერი სტომატოლოგიური კლინიკების შესახებ ქ. თბილისისა და რეგიონების მიხედვით
  • ინფორმაცია პროვაიდერი ლაბორატორიების
  • ინფორმაცია პროვაიდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების
  • ინფორმაცია ოჯახის ექიმის დისლოკაციის ცენტრების და ოჯახის ექიმების შესახებ
    შენიშვნა: განსაკუთრებულ შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, მოითხოვოს მისთვის სასურველი ოჯახის ექიმის დისლოკაციის ცენტრის (კლინიკა) დამატება.
  • ინფორმაცია პროვაიდერი სააფთიაქო ქსელის შესახებ

ანგარიშსწორების პირობები:

  • ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები - ანგარიშსწორებისათვის მიმწოდებელი ვალდებულია, მიაწოდოს შემსყიდველს ყველა შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაცია. ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად, საანგარიშო თვის განმავლობაში ფაქტიურად გაწეული მომსახურების (ფაქტიურად დაზღვეული თანამშრომლების რაოდენობა) მიხედვით.
  • ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები - ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად (ყოველთვიურად), მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და მიმწოდებლის მხრიდან შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;

წინამდებარე სატენდერო პირობებს თან ერთვის:

  • ხელშეკრულებისა და შესაბამისი დანართის პროექტი (დანართი #1)
  • გასაწევი მომსახურების ხარჯთაღრიცხვა (დანართი #2)
  • ტექნიკური დავალება (დანართი #3)

მოსაწოდებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი
  • გასაწევი მომსახურების ხარჯთაღრიცხვა სადაზღვევო პრემიის გათვალისწინებით
  • დასტურის წერილი სადაზღვევო პირობების სრული დაცვის თაობაზე
  • პროვაიდერების ჩამონათვალი მე-7 პუნქტით მოთხოვნილი ჩამონათვალის მიხედვით

პრეტენდენტთა მიერ სატენდერო წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნას 2022 წლის 20 ივლისამდე.

წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტენდენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში. ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცადების საფუძველზე პრეტენდენტ(ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტენდენტ(ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 20 ივლისი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაცია:
ოფის-მენეჯერი
ნანუკა ნემსიწვერიძე
ტელ: 598757217
ელ. ფოსტა: administrator@smartpharm.ge

იურისტი: თინათინ გაგნიძე
ტელ:577274739
ელ. ფოსტა: tgagnidze@lawsome.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    13 ივლისი 2022 დრო 16:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა