ჩაბარების ვადა:

5 აგვისტო 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T14036 - ტენდერი ორი ერთეული ტექნიკის და ერთი ერთეული ცარიელი კონტეინერების რეალიზაციაზე

ტენდერის აღწერილობა:

სსკორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“, რომელიც არისეი პი ემ ტერმინალსის (APM Terminals)” ჯგუფის წევრი, აცხადებს ტენდერს ორი ერთეული ტექნიკის (ერთი ერთეული კონტეინერების გადამტვირთველისა (Reach Stacker) და ერთი ერთეული ცარიელი კონტეინერების (Empty Handler) გადამტვირთველის) რეალიზაციის ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. გასაყიდი ერთეულების ტექნიკური მონაცემები იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში.

ტენდერი ჩატარდება 2 ლოტად;

ტენდერის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ ფასი წარმოადგინონ როგორც მხოლოდ ერთ ლოტში, ასევე ორივე ლოტში ერთდროულად. პრეტენდენტი კომპანიები, რომლებიც ფასთა გამოკითხვის მეორე რაუნდის განხორციელებისას დააფიქსირებენ ყველაზე მაღალ ფასს იქნებიან რომელიმე კერძო ლოტში ან ორივე ლოტში გამარჯვებულები. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი კომპანია ორივე ლოტში ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს, გაფორმდება ერთი ხელშეკრულება, რომელიც ორივე ლოტის მომცველი იქნება.

სარეალიზაციო საქონელი:

Empty Handler (EH280) / ცარიელი კონტეინერების გადამტვირთველი
Reach Stacker (RS286) /კონტეინერების გადამტვირთველი

  • იხილეთ თანდართულ ფაილებში.

სარეალიზაციო საქონლის ლოკაცია - ფოთის საზღვაო ნავსადგურის სარეჟიმო ტერიტორია (მის.: . აღმაშენებლის . #38, 4101, ფოთი, საქართველო).

სატენდერო დოკუმენტაცია:

  • თანდართული ფაილის სახით (ბმული #1) გთხოვთ იხილოთ, გაეცნოთ და მონაწილეობის შემთხვევაში ხელმოწერილი სახით ატვირთოთ ხელშეკრულება კონფიდენციალურობის დაცვის თაობაზე;

კომერციული პირობები:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, რომლის ოდენობა შეადგენს სატენდერო წინადადების ღირებულების 5%-. გარანტიის მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით აღემატება სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას, რომელიც შეადგენს 45 კალენდარულ დღეს;
  • გამარჯვებულმა კომპანიამ (კონტრაქტორმა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდა უნდა მოახდინოს ავანსის სახით (100%) ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.

ტექნიკური დოკუმენტაცია და პირობები:

  • გასაყიდი ერთეულების ტექნიკური მონაცემები და ტექნიკური მომსახურების ისტორია იხილეთ ბმული ფაილების სახით (დანართები # 2 და #3).

სატენდერო შემოთავაზება:

  • პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების წარმოდგენის მიზნით უნდა შეავსოს სატენდერო წინადადების ფორმაში (ბმული #4) მოთხოვნილი ინფორმაცია;
    პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით (ტერიტორიიდან გატანის გეგმა) უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • აუცილებელი პირობაა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ/კომპანიებმა ტექნიკის გადაფორმება მოახდინონ ხელშეკრულების ხელმოწერისა და საავანსო თანხის ჩარიცხვისთანავე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა: 05.08.2022
  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ელ.ფოსტაზე: tamuna.papaskiri@apmterminals.com 
  • ტენდერთან დაკავშირებული საკითხებთან დაკავშირებით მიმართეთ თამუნა პაპასკირს (საკონტაქტო ინფორმაცია: მობილური: (+995) 599 884146; ელ.ფოსტა tamuna.papaskiri@apmterminals.com )

ტენდერის კატეგორია:

  • 43600000 სამთო მრეწველობის, კარიერული დამუშავებისა და სამშენებლო მანქანების ნაწილები
  • 34200000 სატრანსპორტო საშუალებების ძარები, მისაბმელები ან ნახევრადმისაბმელები
  • 39300000 სხვადასხვა სახის მოწყობილობები
  • 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები